მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ თავისუფლების მოედანზე, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾35 მილიონად გაყიდა
მთავრობამ თავისუფლების მოედანზე, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾35 მილიონად გაყიდა

მთავრობამ თავისუფლების მოედანზე, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾35 მილიონად გაყიდა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 16:26|bm.ge

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ მდებარე სახელმწიფო ქონება აუქციონზე 34 810 000 ლარად გაიყიდა, რაც მის საწყის ფასზე - 14.1 მილიონ ლარზე, 21 მილიონი ლარით მეტია.

აღნიშნულ შენობაში გასულ წლამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი მდებარეობდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა.

აუქციონი 13 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ობიექტი თბილისში, შალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1-ში მდებარეობს და მოიცავს 478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას. მას საინვესტიციო ვალდებულებები მოჰყვება.

სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გასაყიდად გამოტანილი ობიექტის საწყისი ფასი 14 080 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი 10 000 ლარი.

შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტის (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) ამოქმედება.

"ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება",- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.ამასთან, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • 34 წელი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან - დაღუპულთა ხსოვნას გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პატივს მიაგებენიმედი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

BM.GE

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

BM.GE

მუნიციპალიტეტებისთვის 77 ახალ ავტობუსს ყიდულობენ - ₾32-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებისთვის 77 ახალ ავტობუსს ყიდულობენ - ₾32-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾1.8 მილიონამდე შემცირდა | comcom

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾1.8 მილიონამდე შემცირდა | comcom

BM.GE