მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მუნიციპალიტეტებისთვის 77 ახალ ავტობუსს ყიდულობენ - ₾32-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა
მუნიციპალიტეტებისთვის 77 ახალ ავტობუსს ყიდულობენ - ₾32-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებისთვის 77 ახალ ავტობუსს ყიდულობენ - ₾32-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 15:57|bm.ge

ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 32 055 639 ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანიც 77 ახალი M3 ტიპის საქალაქო ავტობუსის შესყიდვაა. ერთი ერთეული ავტობუსის ზღვრული ღირებულება 378 251 უნდა იყოს. თუმცა, ავტობუსების ღირებულებაში შედის მიწოდების უზრუნველყოფა მიმწოდებლის ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტობუსები უნდა იყოს გამოშვებული არაუადრეს 2026 წლისა, უნდა იყოს მარცხენასაჭიანი და სრულად ახალი. ავტობუსის ფერი ლურჯი ან მწვანე, შესმყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, ავტობუსები უნდა იყოს არანაკლებ 21 სტანდარტული დასაჯდომი ადგილით და უნდა ჰქონდეს სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი ღვედით.

ავტობუსს უნდა ჰქონდეს დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი.

ავტობუსები განკუთვნილია 24 მუნიციპალიტეტისთვის. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით - 10-10 ერთეული გორსა და თელავს გადაეცემა.

მიწოდების ადგილი (მუნიციპალიტეტი) მისაწოდებელი რაოდენობა თელავის მუნიციპალიტეტის მერია 10 გორის მუნიციპალიტეტის მერია 10 თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი 8 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 6 სამტრედიის მუნიციპალიტეტი 4 თიანეთის მუნიციპალიტეტი 4 თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი 3 თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 3 დუშეთის მუნიციპალიტეტი 3 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 3 ბორჯომის მუნიციპალიტეტი 3 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანო 3 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 2 თერჯოლის მუნიციპალიტეტი 2 ხონის მუნიციპალიტეტი 2 ონის მუნიციპალიტეტის მერია 2 ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2 თვითმმართველი ერთეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 1 ტყიბულის მუნიციპალიტეტი 1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 1 ცაგერის მუნიციპალიტეტი 1 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 1 ასპინძის მუნიციპალიტეტი 1

ცნობისთვის, ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გუშინ ტენდერი მუნიციპალიტეტებისთვის მიკროავტობუსების შეძენაზეც გამოაცხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდაიმედი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

მთავრობამ თავისუფლების მოედანზე, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾35 მილიონად გაყიდა

მთავრობამ თავისუფლების მოედანზე, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾35 მილიონად გაყიდა

BM.GE

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾1.8 მილიონამდე შემცირდა | comcom

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾1.8 მილიონამდე შემცირდა | comcom

BM.GE

თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირი

თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირი

BM.GE

რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE