მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოს
მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოს

მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოს

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 20:40|bm.ge

მთავრობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტისთვის, წლის ბოლოსთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოყოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისას წარდგენისას განაცხადა. გიორგი კაკაურიძეს არ დაუკონკრეტებია რა მოცულობის თანხა გამოიყოფა პროექტისთვის.

"წლის ბოლოს, ჩვენ, დიდი ალბათობით ანაკლიის პროექტზე თანხის დამატება მოგვიწევს. ეს პროექტი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

2026 წლის ბიუჯეტით, უშუალოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 53 მილიონი ლარი, ხოლო წლის პირველ ნახევარში ამ თანხიდან მხოლოდ 1.6 მლნ ლარი უნდა ათვისებულიყო, ფაქტობრივმა ათვისებამ კი 0.3 მლნ ლარი შეადგინა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს ეს ძირითადად არის კონტრაქტორ კომპანიასთან - Jan De Nul-თან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება წლის ბოლოს მოხდება, ხოლო ამჟამად უკვე ფაქტობრივად დაახლოებით $40 მილიონი დოლარის სამუშაოები არის შესრულებული.

Jan De Nul-ის ხომალდებმა ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აქტიურად ზაფხულში დაიწყეს, რამდენიმე დღის წინ ტერიტორიაზე მეორე ხომალდიც შევიდა. კომპანიასთან 150 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გაფორმებული.

2026 წლის პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE