მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობის ანტიევროპულმა კურსმა დააზარალა ევროპისკენ მიმავალი გზა, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში - ანდრია ურუშაძე
მთავრობის ანტიევროპულმა კურსმა დააზარალა ევროპისკენ მიმავალი გზა, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში - ანდრია ურუშაძე

მთავრობის ანტიევროპულმა კურსმა დააზარალა ევროპისკენ მიმავალი გზა, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში - ანდრია ურუშაძე

BM.GE10 მაისი, 2026, 02:00|bm.ge

„მთავრობის ანტიევროპულმა კურსმა დააზარალა ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც,“ - ასე დაიწყო დღეს „იმედის“ ეთერში დებატების დროს თავისი სიტყვა ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის პირისპირ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც დღეს ის ამ მიმართულებით ხედავს.

მან აღნიშნა, რომ ცუდია ის მოცემულობაც, როდესაც ჯანდაცვის სფეროს პროევროპული კურსის წარმომადგენლებს პროტესტის გამოხატვისთვის აჯარიმებენ ან ციხეში სვამენ.

"ზოგადად, ჯანდაცვის რთული სფეროა ძალიან. დღეს 9 მაისია - ევროპის დღე. ისტორიულად საქართველოსთვის ევროპა იყო როგორც ისტორიული არჩევანი, ისე ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიაც ევროპული მოდელის მშენებლობაზე იყო ორიენტირებული. ევროპულ მოდელს 2 მთავარი პრინციპი აერთიანებს, ერთია ჯანმრთელობის ადამიანის უფლებად აღიარება და მეორეა სოლიდარობა - ამ უფლების რეალიზაციის გზა. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო პერიოდში მთავრობის ანტიევროპულმა კურსმა დააზარალა ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. სამწუხაროდ, გაჩერდა უამრავი თანამშრომლობის პროექტი, დავკარგეთ უამრავი თანხა, რომელიც ჩვენი ტექნიკური დახმარებისთვის გრძელვადიან შესაძლებლობებს უნდა მოხმარებოდა. მედიკამენტებზე რომ ბრძანეთ, ერთ-ერთი მიმართულება წამლის რეგულირების დაახლოება იყო, სწორედ ამაში იყო ევროპა ყველასთვის პროგრამის შინაარსი, რომელიც გაჩერდა ამის გამო. გაჩერდა ძალიან ბევრი ორმხრივი ურთიერთობა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან. ეს ძალიან ცუდი და საზიანოა. იმედია, ეს გამოსწორდება. ასე უნდა შევხედოთ ამას. ეს არავისთვის კარგი არ არის. და არც ის არის კარგი, რომ ის ადამიანები, ვინც ჯანდაცვის სექტორში ამ კურსს იცავენ ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი ციხეშია. ესეც ჯანდაცვის ნაწილია", - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ასეთი საუბარი სარგებლის მომტანი არ იქნებოდა და დაესახელებინა ის პროგრამა, რომელიც ბოლო წლებშიც გაჩერდა. რაზედაც ჯანდაცვის სპეციალისტმა უპასუხა, რომ ასეთი პროგრამაა „ევროპა ყველასთვის“ - Europe for All.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE