მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მცირე და საშუალო ფერმერები პროგრამის მიღმა რჩებიან" -კოჭლამაზაშვილი აგროთანადაფინანსების პროგრამაზე
"მცირე და საშუალო ფერმერები პროგრამის მიღმა რჩებიან" -კოჭლამაზაშვილი აგროთანადაფინანსების პროგრამაზე

"მცირე და საშუალო ფერმერები პროგრამის მიღმა რჩებიან" -კოჭლამაზაშვილი აგროთანადაფინანსების პროგრამაზე

BM.GE10 ივლისი, 2026, 14:41|bm.ge

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სექტორში სერიოზულ ბარიერებს აჩენს.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, პროგრამა ძირითადად მსხვილ, ინტენსიურ მეურნეობებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მცირე და საშუალო ფერმერები, პროგრამის მიღმა რჩებიან, ეს კი ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების ისედაც კლებად დინამიკას კიდევ უფრო დააჩქარებს.

მისივე თქმით, მოდელი, რომელმაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ გაცემის წესიც შეცვალა, ფერმერებისთვის დამატებითი გამოწვევაა, რომლის გადალახვასაც მხოლოდ მცირე ჯგუფი მოახერხებს.

„პროგრამების გადახედვა ნამდვილად საჭირო იყო, თუმცა საბოლოოდ იმედები გაგვიცრუვდა. პირობები იმდენად გამკაცრდა, რომ პროგრამა ძირითადად მსხვილ აგრობიზნესზეა მორგებული და მცირე თუ ექსტენსიური მეურნეობებისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი აღარ არის.

იაფი აგროსესხი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერის მექანიზმი იყო. თუ ადრე ისინი დაფინანსებას 3–4%-ში იღებდნენ, ახლა ეს მნიშვნელოვნად გაძვირდება. პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ პროგრამა პოსტფაქტუმ დაფინანსების პრინციპით მუშაობს, ფერმერმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია, შემდეგ კი აუდიტისა და სამინისტროს დადასტურების შემდეგ მიიღოს მხარდაჭერა. ამისთვის კი საწყისი რესურსი სჭირდება, რომელიც უმეტესობას არ აქვს, ამიტომ ისევ ბანკზეა დამოკიდებული.

ამასთან, განხორციელების ვადა 3 წლამდე შემცირდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობაში მსგავსი ინვესტიციებისთვის მინიმუმ 5 წელია საჭირო. გაიზარდა ბიუროკრატიაც, ფერმერს რამდენიმე უწყებასთან უწევს ურთიერთობა, რაც პროგრამით სარგებლობას კიდევ უფრო ართულებს. კითხვები ჩნდება სუბიექტურობასთან დაკავშირებითაც როცა ჯერ მთავრობა იძლევა თანხმობას და მერე ბანკი, შედეგად, ახალი პირობებით ამ პროგრამით ძალიან ცოტა ფერმერი ისარგებლებს. შესაბამისად, მცირე და საშუალო ფერმერები, პროგრამის მიღმა რჩებიან, ეს კი ქვეყანაში ფერმერული მეურნეობების ისედაც კლებად დინამიკას კიდევ უფრო დააჩქარებს.“ - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE