მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან - ლევან მეხუზლა
მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან - ლევან მეხუზლა

მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან - ლევან მეხუზლა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 18:21|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ სავალდებულო ნიშანდება ყველას შეეხება, თუმცა, გამონაკლისის სახით, მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან. მან ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

საქმე ისაა, რომ 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდება ამოქმედდება. ავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით დამტკიცდა. ნიშანდების საფასური ოფიციალურად დადგენილი ამ დრომდე არაა და როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, წესის ამოქმედებამდე განისაზღვრება. ცნობილია, რომ ნიშანდების სავარაუდო ღირებულება 10 თეთრი იქნება ერთ ბოთლზე.

"ყველას, შეეხება აბსოლუტურად, მოუწევთ ნიშნის დატანა, მაგრამ მცირე მარნებისთვის ეს ნიშანი იქნება უფასო. ვფიქრობ, ეს რეგულაცია ყველაზე ნაკლებად მტკივნეული სწორედ მცირე მარნებისთვის არის. მცირე მარნების შემთხვევაში ხელით ხდება ბოთლის გაფორმება და ეს თვითწებვადი მარკაც არანაირი სირთულე არ იქნება ამ შემთხვევაში, როდესაც მცირე პარტიებთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, უფრო დიდ და მსხვილ მწარმოებლებს შესაძლოა რაღაც გარკვეული უხერხულობები შეექმნათ თავიდან, ვიდრე მცირე მარნებს. კიდევ ერთხელ, ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი, ვითვალისწინებთ მათ აზრს. შეიძლება იკითხოთ, ბოლოს და ბოლოს ეს 10 თეთრი რამდენად მნიშვნელოვანია თვითღირებულებაში, მაგრამ მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვინაიდან ამ მცირე, ოჯახური მარნებისთვის ყოველი ცენტი მნიშვნელოვანია, ამიტომ გავითვალისწინეთ ეს და ავსახავთ შესაბამის რეგულაციაშიც", - ამბობს ლევან მეხუზლა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, სიახლესთან დაკავშირებით მწარმოებლების პოზიციაზე, რაზეც მეხუზლა ამბობს, რომ რეგულაცია დაკავშირებულია ხარჯებთან, თუმცა ქართულ ღვინოს არ უნდა ეშინოდეს 2–3 ცენტით გაძვირების.

"რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, თუმცა ამაშიც მე ვცდილობ, რომ პოზიტივი დავანახვო [ბიზნესს] და პოზიტიურად მივუდგეთ ამას. ყოველთვის ამას ვიძახი, როცა საშუალება მომეცემა, რომ ქართულ ღვინოს არ უნდა ეშინოდეს არავითარ შემთხვევაში, ვთქვათ, 2-3 ცენტით გაძვირების. პირიქით, მე ვიტყოდი, იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ ერთი არ გვაქვს ის საშუალება და მასშტაბის ეკონომიურობა, რომ დაბალ სეგმენტში და დაბალფასიან ღვინოს ვეჭიდავოთ. ყველაფერი უნდა ვქნათ მაქსიმალურად და ძალიან ხშირად ჩვენ გვქონდა ეს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, მოვუწოდებდით, რომ ყველაფერი გააკეთეთ მოლაპარაკებების დროს, რომ უფრო ძვირად გაყიდოთ ღვინო.

[ბინზესისგან] ზოგიერთს ჰქონდა სურვილი, რომ მოდი რაღაც მინიმალური ფასი პირდაპირ რეგულაციებში ჩავწეროთ. ვფიქრობ, ფასებში ასე ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან არ არის სწორი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია მათთვისაც, ვთქვათ, მოლაპარაკებების დროს: აი, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქართული ღვინო იყოს უფრო პრესტიჟული, უფრო ძვირი და მეტი დოვლათი შემოვიდეს თუნდაც ქვეყანაში", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

BM.GE

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

BM.GE

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

BM.GE

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

BM.GE