მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მზად არიან, [რიყის დოქები] საჩუქრად დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერს, ვინც გარისკავს, წაიღებს და ააწყობს" - მდინარაძე
"მზად არიან, [რიყის დოქები] საჩუქრად დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერს, ვინც გარისკავს, წაიღებს და ააწყობს" - მდინარაძე

"მზად არიან, [რიყის დოქები] საჩუქრად დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერს, ვინც გარისკავს, წაიღებს და ააწყობს" - მდინარაძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 17:18|bm.ge

ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ რიყის დოქებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, "ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი, უხარისხოდ არის ნაშენები, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მერე მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება, ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანათ".

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვერცერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ე.წ. კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა.

„ქუთაისის პარლამენტში მეექვსე სართულზე 55 გრადუსს აღწევდა სიცხე და თუ არ შეასწრებდი რომელიმე კაბინეტში, სადაც ცალკე კონდიცირება იყო მერე გაკეთებული, შეიძლება ხუთ წუთში ცოცხალი ვერ გადარჩენილიყავი. 55 გრადუსი, გადაჭარბების გარეშე. იმაზე უარესი მდგომარეობა იყო რიყის დოქებზე, ჯერ ერთი, დოქები რატომაა, არ ვიცი, უფრო გრაფინია, თუ რაღაც. რატომ გააკეთეს დოქი, ვინმემ იცით? დაარქვეს დოქი გრაფინს, მერე ვიღაცის ახირება, ვიღაცის პატივსაცემად, რაღაც პირად ემოციებზე აწყობილი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ვერცერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ე.წ კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა.

„მეპატრონეები, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, არავინ ანგრევს, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა. ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ, რომელიც ამის მზაობას გამოხატავდა, იმიტომ რომ ზუსტად იცის ყველამ, რა დაუჯდება. ახლა კეთილი ინებონ, პატრონებმა ფული მისცენ, რომელიღაც მათმა ბიზნესმენმა დააფინანსოს და ორმაგი რომ დაუჯდება, მერე ხარჯები მოგვიყვანონ, რამდენად წარმატებულ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, ოღონდ სხვა ადგილზე. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა ირონიულად. როგორც ჩემთვის ცნობილია, მზად არიან, საჩუქრად, დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გარისკავს და ამ ე.წ. კულტურულ ძეგლს, ამ რაღაცას წაიღებს და ააწყობს, სადაც უნდა, რომელიმე კერძო ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ორმაგი თუ სამმაგი ჯდება მისი ელემენტარულ კონდიციამდე მიყვანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, გასულ კვირაში მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს "რიყე დომ"-ის საკუთრებაშია.

"ეს იქნება კულტურული უკანდახევა" - Studio Fuksas-ი რიყის დოქების დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს

კალაძე განმარტავს, რატომ გაიცა „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • „მდინარაძის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ამ მასშტაბის ადამიანი აღარ მოიაზრება“ - ნინო წილოსანიტვ პირველი
  • მინდა, მამუკა მდინარაძეს, წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის, ბიუროს სახელითაც გადავუხადო მადლობა - მთავრობაშიც მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიიმედი
  • კობახიძე მდინარაძეზე: მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობაფორმულა
მდინარაძე →

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE