მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნანა ყეინიშვილს ეტყვიან: "დაწერე განცხადება, შენით წადი და საქმე ჩაიფარცხება"|რომან გოცირიძის პროგნოზი
"ნანა ყეინიშვილს ეტყვიან: "დაწერე განცხადება, შენით წადი და საქმე ჩაიფარცხება"|რომან გოცირიძის პროგნოზი

"ნანა ყეინიშვილს ეტყვიან: "დაწერე განცხადება, შენით წადი და საქმე ჩაიფარცხება"|რომან გოცირიძის პროგნოზი

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 14:42|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის პროგნოზით, ნანა ყეინიშვილი, რომლის წინააღმდეგ პროკურატურა შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობას იძიებს, სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობას თავისი ნებით დატოვებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც შექმნილი ვითარება შეაფასა - ნანა ყეინიშვილის ქმედებებიდან დაწყებული, სებ-ის ინსტიტუციური რღვევით დამთავრებული.

“ნანა ყეინიშვილს ეტყვიან: “დაწერე განცხადება, შენით წადი და საქმე ჩაიფარცხება“ - ასეთი მოლოდინი აქვს რომან გოცირიძეს.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოდან, იმპიჩმენტის წესით, გაათავისუფლონ.

“იმპიჩმენტი არის ძალიან საშიში ხელისუფლებისათვის - [ნანა ყეინიშვილი] პარლამენტში უნდა მივიდეს, რაღაცას იტყვის და ამავე დროს, მას აქვს გრძელი პროცედურა... ამიტომ ნანა ყეინიშვილს ეტყვიან ასეთ რამეს: “ახლა წადი შენ. შენი ნებით დაწერე განცხადება. შენ მაინც ნათია თურნავას უშლი ხელს, ამიტომ მოცილდი, ნათია თურნავას ისედაც პრობლემები შეექმნა შენ გამო და ჩვენ არ გვინდა მას დამატებითი პრობლემები ჰქონდეს. წადი და ხელს არ გახლებთ, ეს საქმე ჩაიფარცხება” - აი ამას ეტყვიან”, - ამბობს რომან გოცირიძე, მაგრამ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს სებ-ის პრეზიდენტსა და ნანა ყეინიშვილს შორის უთანხმოების მიზეზებს.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმასაც, თუ რა ფორმალური როლი აკისრიათ სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელ წევრებს, რომელთა ხელფასიც საკმაოდ მაღალია, თუმცა რეალური ფუნქცია - ნულოვანი.

„ეროვნული ბანკის საბჭოს რიგით წევრს აქვს 13 800 ლარი ხელფასი. ესენი მოდიან და მიდიან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას რაც უნდა, [იმას აკეთებენ]”, - დასძინა მან.

რაც შეეხება ნანა ყეინიშვილის მონაწილეობას შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, რაც "რადიო თავისუფლების" საგამოძიებო სტატიაში მოცემული ფარული ჩანაწერითაც დასტურდება, რომან გოცირიძის შეფასებით, ყეინიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთი შეხედვით „საპნის ოპერას“ წააგავს, თუმცა მისი ქმედებები რეალურ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსა და ინტერესთა კონფლიქტს შეიცავს, თუკი დადასტურდება, რომ მას თავის მარეგულირებელ სფეროში კერძო ბიზნესინტერესები ჰქონდა.

რომან გოცირიძემ “წერტილთან” ინტერვიუში სებ-ის შელახულ რეპუტაციაზეც ისაუბრა და გაიხსენა ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პრეცედენტი, (ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება სანქციების თავიდან ასარიდებლად) როდესაც ცენტრალური ბანკი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა.

მისი თქმით, დღევანდელი მოვლენები საფინანსო სექტორსა და მარეგულირებლის ნდობაზე ნეგატიურად აისახება.

„[ეს ამბავი] უდიდესი ლაქაა და ისევ ავლენს იმას, რაც მოხდა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების დროს... როდესაც სებ-ის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა იმის გამო, რომ ფარცხალაძეს მისცეს საშუალება, ფიზიკურად წასულიყო ქვეყნიდან, გაქცეულიყო რუსეთში... ბოლოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომ სანქციების აღსრულება არ გავრცელებულიყო მასზე და გადაიტანა მთელი თავისი ფული რუსეთში. ეროვნული ბანკი გამოყენებული იქნა ინსტრუმენტად მათთვის საჭირო ადამიანის გადასარჩენად”, - გაიხსენა რომან გოცირიძემ.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სებ-მა დაკარგა კონსტიტუციური დამოუკიდებლობა და მთავრობის ქვეგანყოფილებად იქცა, რაც საფინანსო სისტემის სტაბილურობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

„როდესაც ნათია თურნავა ამბობს, რომ ის [ყეინიშვილი] მარტო მოქმედებდა - ახლა გაიგო?! ანუ სუსის ეს ჩანაწერი და ეს საკითხი ეროვნულ ბანკში სცოდნიათ... და როდესაც შენ იცი და ამას მალავ, ვინ მალავს - ნათია თურნავა? რა თქმა უნდა, არა. გადაწყვეტილების მიმღები მნიშვნელოვან საკითხებზე არის ბიძინა ივანიშვილი... ეროვნულ ბანკში უნდა დავასრულოთ მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტობა - ერთ დროს დეპარტამენტი იყო და ახლა ჩამოლაბორანტდა განყოფილების დონეზე. უნდა დავასრულოთ ეროვნული ბანკის არათავისუფლება!“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის მხარდაჭერით, მამისონის უღელტეხილზე ახალი სასაზღვრო შენობა გაიხსნა

აშშ-ის მხარდაჭერით, მამისონის უღელტეხილზე ახალი სასაზღვრო შენობა გაიხსნა

BM.GE

საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს - შსს

საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს - შსს

BM.GE

9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა|ექსპრეს მონაცემები

9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა|ექსპრეს მონაცემები

BM.GE

ქობულეთსა და თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

ქობულეთსა და თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

BM.GE