მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ნანა ყეინიშვილთან კავშირში არ არის“ - რატომ იღებს უმრავლესობა სებ-ის კანონში ცვლილებებს დაჩქარებულად?
„ნანა ყეინიშვილთან კავშირში არ არის“ - რატომ იღებს უმრავლესობა სებ-ის კანონში ცვლილებებს დაჩქარებულად?

„ნანა ყეინიშვილთან კავშირში არ არის“ - რატომ იღებს უმრავლესობა სებ-ის კანონში ცვლილებებს დაჩქარებულად?

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 16:35|bm.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ინიციირებული ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ეფუძნება და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კონკრეტულ კანდიდატებს არ უკავშირდება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი განმარტავს, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მთავარი მიზეზი ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტია. მისი თქმით, ცვლილებებით ფონდის რეკომენდაციების შესრულება იგეგმება, კანონპროექტზე მუშაობა კი ორი თვის წინ დაიწყო.

„პირველ რიგში, დაჩქარებული რატომ არის, მე უკვე ავხსენი, რომ ნოემბერში ჩამოდის მისია და გვინდა, ეს რეკომენდაციები, რომელიც აქვს სავალუტო ფონდს გაცემული და რომელსაც ვთვლით, რომ ნამდვილად სწორია, იყოს შესრულებული. ეს არ ეხება მოქმედ წევრებს, ეს კანონი უკვე მუშავდება ორი თვეა და არანაირი შეხება არა აქვს ახლა მოქმედ წევრებთან. ეს იქნება მომავალში, როდესაც გავა ვადა და შემდეგი საბჭოს წევრების არჩევნების დრო მოვა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან თანამდებობის ვაკანტურად დარჩენის შემთხვევაში მართვის პროცესის მოწესრიგებაა. მისი თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ხარვეზი 2023 წელს გამოვლინდა.

„2023 წელში რაღაც პრობლემა იყო, როდესაც პრეზიდენტს ამოეწურა ვადა და არ ვიცოდით ვინ უნდა დაგვენიშნა, იმიტომ რომ კანონი არ ითვალისწინებდა. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ეს არის ახლა დაწერილი. თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი [პრეზიდენტი], იმის შემდეგ, იმის შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის: 2023 წელს, საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებები შეიტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, რათა შეექმნათ ახალი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკანონმდებლო ცვლილებას ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ, 2023 წლის ივნისში, სების საბჭომ ნათია თურნავა პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია, რამაც მას ავტომატურად მიანიჭა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესის შეცვლას. პაატა კვიჟინაძის თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ჩართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობას ეხება.

„ასევე იყო თხოვნა, რომ დამატებულიყო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რადგან ვითარდება ციფრული ტექნოლოგიები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მონეტარულ პოლიტიკაზე. იყო სპეციალისტის მოწვევის საშუალება, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტი, ამ სპეციალისტს ასევე მონეტარულ პოლიტიკას ახლა რეკომენდაციას აძლევდა და პრეზიდენტი აწერს ერთპიროვნულად ხელს. ამიტომ იყო ასეთი თხოვნაც და რეკომენდაციაც, რომ მარტო ერთპიროვნული არ იყოს გადაწყვეტილება და აღმასრულებელმა წევრებმა, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტებმაც კენჭისყრის შედეგად მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

არის კიდევ ორი საკითხი. ერთი სასამართლოსთან დაკავშირებით, რომ ძალიან ხშირად გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებდა კომისია, დავების კომისია, შემდეგ საჩივრდებოდა ბანკების მიერ წლობით, იწელებოდა. იგივე გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, მაგრამ ზარალდებოდნენ მოქალაქეები. ამიტომ ახლა აღსრულება დაიწყება კომისიის გადაწყვეტილებისთანავე, ხოლო სასამართლო რასაც მიიღებს, შემდეგ გადაწყვეტილებას ისე იქნება“, - განმარტა კანონპროექტის თანაავტორმა.

პაატა კვიჟინაძემ ასევე კატეგორიულად უარყო BM.GE-ის მიერ დასმულ კითხვა, უკავშირდება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები ნანა ყეინიშვილს. მისი თქმით, კანონპროექტი საბჭოს უკვე არსებულ წევრებს არ ეხებათ და განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან თანამდებობის ვაკანტურად დარჩენის შემთხვევაში მოქმედების წესს განსაზღვრავს:

„რა შუაშია? ნანა ყეინიშვილთან რანაირი კავშირი აქვს პრეზიდენტს ვის აირჩევენ, ანუ პრეზიდენტი თუ არ იქნება რაღაც მიზეზის გამო, ვადა გაუვიდა თუ რაღაც, და მერე ვინ იქნება პირველი მოადგილე და ასე შემდეგ. აი, ნანა ყეინიშვილს როგორ გინდათ ეს მიაბათ... ზოგადად ეს არანაირად არ არის კავშირში. ჩვენ ხომ არ ვიღებთ კანონს საბჭოს წევრების არჩევაზე? ჩვენ ვიწყებთ საბჭოს წევრები როგორ მოქმედებენ პრეზიდენტის სიტუაციის დროს... აი ვერანაირად ვერ დააკავშირებთ ნანა ყეინიშვილს ამ საკითხთან. [...] რა შუაში არის ნანა ყეინიშვილი, ახლა რა ვიცი...“

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიმუშავეს, რომელთა მიხედვითაც, საბჭოს წევრობის კანდიდატებს ეკონომიკის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის დარგში მინიმუმ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ. ცვლილებები ასევე ეხება ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურასა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების წესს და საბჭოს მოქმედ წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ გავრცელდება.

ცვლილებების ინიციირებას წინ უძღოდა ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებული სკანდალი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, 9 ოქტომბერს პროკურატურამ მის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭომ კი გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილის გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში მონაწილეობა შეაჩერა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ტექნოლოგიის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა" - "ვისოლი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

"ტექნოლოგიის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა" - "ვისოლი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

BM.GE

„დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძე

„დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო

BM.GE