მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნარჩენით შეიძლება შევქმნათ დამატებითი ღირებულების პროდუქცია" - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" ნარჩენების მიმღები ავტომატი შექმნა
"ნარჩენით შეიძლება შევქმნათ დამატებითი ღირებულების პროდუქცია" - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" ნარჩენების მიმღები ავტომატი შექმნა

"ნარჩენით შეიძლება შევქმნათ დამატებითი ღირებულების პროდუქცია" - "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" ნარჩენების მიმღები ავტომატი შექმნა

BM.GE14 ივნისი, 2026, 14:30|bm.ge

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საქართველოში პირველი ჭკვიანი ნარჩენების მიმღები ავტომატი დააპროექტა და შექმნა. პროექტის ავტორები მომავალი წლისთვის 2500-მდე აპარატის გამოშვებას გეგმავენ.

ტექნოლოგიის პარალელურად, იქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ბოთლის ჩაბარებისას დაასკანერებს კოდს, მომენტალურად მიიღებს ფულად ანაზღაურებას და მის გატანას ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე შეძლებს.

“ნარჩენით შეიძლება შევქმნათ დამატებითი ღირებულების პროდუქცია“, - აღნიშნა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ. მისი თქმით, საჭიროა აშენდეს დიდი ქარხნები, ვინაიდან მათი პროექტით შექმნილ ბოთლების მიმღებ აპარატებს სჭირდება მომსახურება და მიღებული ნარჩენის გადამუშავება. ბიზნესმენის თქმით, ეს პროცესი სახელმწიფოს და საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება.

„მე მარტო ამის გამკეთებელი არ ვარ და ვერც შევძლებ. ვინ უნდა გაერთიანდეს? სახელმწიფო, საზოგადოება და მწარმოებელი. ოღონდ მე მწარმოებელი მესამე ადგილზე იმიტომ კი არ ვახსენე, რომ თავს ვიცავ, არამედ ასეთი ფორმულა არსებობს. მე რომ დავაყენო ეს აპარატები და სახელმწიფოსგან ბიუროკრატიას შევხვდე, ან საზოგადოებამ თქვას, რისთვის დააყენეს ეს აპარატებიო? რა გამოვა? სახელმწიფომ უნდა მოინდომოს ამის ხელშეწყობა, საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს სწორად, რომ ბენეფიტი მიიღოს და ჩვენ უნდა ვაწარმოოთ, რომ ეს მიეწოდოს სწორად. ეს არის ბალანსი”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ინოვაციური ტექნოლოგიების ინჟინრის ლუკა ჯანჯღავას თქმით, აპარატის მთლიანი სისტემა დაპროექტებულია მათ მიერ საქართველოში. აპარატს სამი მასალის - პლასტმასის, შუშის და თუნუქის ქილების მიღება შეუძლია.

“აპარატი მასალებს ერთმანეთისგან აცალკევებს. პლასტმასს და ქილას პრესავს, რომ მინიმალური ზომა შეინარჩუნოს და შუშას ტოვებს იგივე ზომაში. შუშაზე ვცდილობთ, არ დავაზიანოთ მაქსიმალურად, რათა პირვანდელი სახით მივიდეს მწარმოებელთან, რომ ახლიდან მოხდეს მისი დამუშავება და გამოყენება. რაც შეეხება პლასტმასს და ქილას, მისი უკვე გადამუშავება მოხდება შესაბამის ქარხნებში”, - აღნიშნა bm.ge-სთან საუბრისას ლუკა ჯანჯღავამ.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერის გიორგი სიგუას თქმით, აუცილებელია, რომ რეგულაციურ დონეზეც შემოვიდეს ვალდებულება, რომ სადაც მსგავსი ტიპის პროდუქტი იყიდება, რომლის გადაგდება ბუნებისთვის საზიანოა, იქ დაიდგას მსგავსი აპარატები. “ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტები, რადგან ხშირად შეხება მაქვს უნივერსიტეტებთან, ვნახულობ, რომ ნაგვის ყუთში ძალიან ბევრი ბოთლი ყრია. ამ ნაგვის ყუთში გადაგდების მაგივრად, ჩვენს აპარატში რომ მოათავსონ ბოთლი, მიიღებენ თანხას, რაც სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ადამიანებისთვის დამატებითი სტიმულია, რომ იზრუნონ გარემოზე”, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წელიწადში მათი გუნდი შეძლებს დაახლოებით 2500-მდე აპარატის შექმნას, რაც საქართველოს დაფარვისთვის საკმარისი იქნება, შემდგომ კი ექსპორტზეც იფიქრებენ. “ნაბიჯ-ნაბიჯ გვინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და თავიდან იქნება საქართველოზე გათვლილი და მერე უკვე რეგიონალურადაც შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი”, - დასძინა გიორგი სიგუამ.

ცნობისთვის, ნარჩენების გადამუშავების იდეაზე “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ პლასტიკის ბოთლებით სასმელების წარმოება/რეალიზაციის აკრძალვას გეგმავდა. თავდაპირველი გეგმით, 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმებოდა. მოგვიანებით მთავრობამ გეგმა შეცვალა და აღნიშნული რეგულაცია 4 წლით გადაავადა, თუმცა, თემურ ჭყონიას კომპანიამ ნარჩენების გადამუშავების იდეაზე მუშაობა განაგრძო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანელმა მეცნიერებმა AI-ის გამოყენებით პირველი უნივერსალური ვაქცინა შექმნეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა AI-ის გამოყენებით პირველი უნივერსალური ვაქცინა შექმნეს

BM.GE

ჭარბი ენერგიის გამო, მზის სადგურის გენერაციის შეზღუდვა გვიწევს, რაც ბიზნესისთვის გამოწვევაა - Green Energy

ჭარბი ენერგიის გამო, მზის სადგურის გენერაციის შეზღუდვა გვიწევს, რაც ბიზნესისთვის გამოწვევაა - Green Energy

BM.GE

აშშ-მა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელა|DW

აშშ-მა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელა|DW

BM.GE

ნეაპოლიტანური პიცერია "ნაპოლი" შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას გეგმავს|დეტალები

ნეაპოლიტანური პიცერია "ნაპოლი" შემოდგომაზე ექსპრეს ფილიალის გახსნას გეგმავს|დეტალები

BM.GE