
NASA-ს მეცნიერი – მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალა
90 წლის ასაკში ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი და პროგრამისტი, მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალა. სწორედ მის მიერ შექმნილმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ ითამაშა გადამწყვეტი როლი NASA-ს Apollo-ს მისიების წარმატებაში, რამაც ასტრონავტებს მთვარეზე დაჯდომის შესაძლებლობა მისცა.
ჰამილტონი ხელმძღვანელობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) გუნდს, რომელმაც Apollo-ს ბორტკომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფდა 1969-1972 წლებში განხორციელებული ექვსივე მთვარის მისიის საიმედოობას, მოგვიანებით კი ამერიკის პირველი კოსმოსური სადგურის, Skylab-ის შექმნაშიც იქნა ის გამოყენებული.
რაც შეეხება მის აღიარებას, 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მარგარეტ ჰამილტონი ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
ცნობილი მეცნიერი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯის საავადმყოფოში, მრავლობითი ორგანული უკმარისობით, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BM.GE
წყარო: bm.ge