მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE13 ივნისი, 2026, 15:56|bm.ge

შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

"ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე.ICBC ჩინეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 49 ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს.ICBC აგრეთვე აქტიურია საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებითაც, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების, როგორც პირველად და აგრეთვე მეორად ბაზრებზე.აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც",- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავსიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →ბანკის →

მსგავსი სტატიები

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

BM.GE

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE