მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ... ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით" - ირაკლი ღარიბაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ... ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ... ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით" - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 00:18|bm.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს სააკაშვილის გზით" სიარულში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება "„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს" აბრუნებს. ყოფილი პრემიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით ბოლო ორ კვირაში ხელისუფლებამ მისდამი მიმართული, ცრუ და ბინძური პროპაგანდით სახელმწიფო ისტიტუტებს მიაყენა შეურაცხყოფა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.

ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

BM.GE

აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

BM.GE

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

BM.GE

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE