მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის და გაზის ფასები ისევ მკვეთრად იზრდება – რა ღირს საწვავი?
ნავთობის და გაზის ფასები ისევ მკვეთრად იზრდება – რა ღირს საწვავი?

ნავთობის და გაზის ფასები ისევ მკვეთრად იზრდება – რა ღირს საწვავი?

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 16:54|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრი ზრდის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება. დღეს ნავთობის ფასი საშუალოდ 2,5%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ღირებულებამ დღეს 106 დოლარს გადააჭარბა, ხოლო WTI-ის ფასი 95 დოლარის ფარგლებშია.

საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 70%-ით არის გაძვირებული, რაც ჰორმუზის სრუტის შეფერხებით არის განპირობებული.

ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 35-45 თეთრით გაიზარდა. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ლიტრი სუპერის ფასი 4.40 ლარის ფარგლებშია; პრემიუმი დაახლოებით 4 ლარი ღირს; რეგულარის ფასი საშუალოდ 3.8 ლარია; ხოლო დიზელი დაახლოებით 4.65 ლარად იყიდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მას გაცილების მკვეთრი ზრდა აქვს და წლის განმავლობაში ის თითქმის 160%-ით არის გაძვირებული. მიმდინარე თვეს გაზი საშუალოდ 12%-ით გაძვირდა და მეგავატი/საათი ენერგიის ფასმა ბირჟაზე 75 ევროს გადააჭარბა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს.

გაეროს სამიტზე ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "თეირანი არ დანებდება და აშშ-ის ზავს არ დათანხმდება", რაც კიდევ უფრო მეტად აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა კონფლიქტი მიმდინარე წელს საერთოდ ვერ დასრულდეს.

ინვესტორები ასევე შიშობენ, რომ ენერგეტიკული კრიზისი ზამთრამდე ვერ მოგვარდება, რაც გაზისა თუ სხვა სათბობი რესურსების ბუნებრივ გაძვირებას უწყობს ხელს.

ამასთან, აშშ-ის მთავრობამ დიზელის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბაზარზე საწვავის დეფიციტს უფრო მეტად ამწვავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?

ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?

BM.GE

McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

McDonald's-მა ფრანჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

BM.GE

TEMPO-მ ზუსტად ისე გახსნა „ქუინს რეზიდენსი" - ბათუმის ახალ ბულვარში, როგორც დაგეგმა

TEMPO-მ ზუსტად ისე გახსნა „ქუინს რეზიდენსი" - ბათუმის ახალ ბულვარში, როგორც დაგეგმა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE