
ნავთობის ფასი ხუთკვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა, გაზი 165%-ითაა გაძვირებული
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციისა და მიწოდების შეფერხების შიშის ფონზე, ნავთობის მსოფლიო ფასები $4-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
საერთაშორისო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 5%-ით გაიზარდა და ბარელზე $95 შეადგინა. პარალელურად, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ კვირაში 10%-ით გაიზარდა და ბარელზე $90.5-ს გაუტოლდა. ცხადია, გაძვირებულია რუსული ნავთობიც, რომელიც ამჟამად 81 დოლარად ივაჭრება.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანულ სამიზნეებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი პასუხია ირანული მხარის მიერ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებსა და რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
ამასთან, თეირანი კვლავ უარს ამბობს უკან დახევაზე და იმუქრება, რომ სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტს სრულად დაბლოკავს.
არსებული რისკების ფონზე, მკვეთრად გაძვირდა ბუნებრივი აირიც, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 165%-იან ზრდას აფიქსირებს და მეგავატ/საათზე უკვე 74 ევროს აღწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge