მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შევისყიდით - სამინისტრო
ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შევისყიდით - სამინისტრო

ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შევისყიდით - სამინისტრო

BM.GE9 მაისი, 2026, 15:37|bm.ge

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე ირინე წაქაძესთან და ბენეფიციართა მშობლებთან ერთად, „საქართველოს ეტლების საწარმოში“ იმყოფებოდა, სადაც ადგილზე დაათვალიერა პროდუქცია და გაეცნო დამხმარე საშუალებების წარმოების პროცესს.

"მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე - მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.

შეხვედრაზე ბენეფიციარების მშობლებმა მინისტრს არსებული საჭიროებები გააცნეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პროგრამების განვითარება პაციენტების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მსგავსი ინიციატივები მომავალშიც განხორციელდება",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე კვირაა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს მართავენ და სახელმწიფოსგან უახლესი გენური თერაპიის მედიკამენტების შემოტანასა და დაფინანსებას მოითხოვენ. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 21 აპრილს სამინისტროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის წამლების შემოტანაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მედიკამენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებია და თან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტები ძვირია. მიხეილ სარჯველაძეს კონკრეტული პრეპარატები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ მედიკამენტების ერთ ჯგუფს ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია არ აქვს, მეორეს კი, მხოლოდ ამერიკული FDA-ის ავტორიზაცია გააჩნია, მაგრამ EMA-ის - არა. მინისტრის კალკულაციით, დიუშენის სინდრომის მქონე, 100-მდე ბავშვის/პაციენტის მედიკამენტის შესაძენად საჭირო თანხა წლიურად, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია. „თუ მართლა ცარცია, ხომ არ შეიძლება ამაზე ასეთი თანხა დაიხარჯოს?!“ - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE