მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის მიერ სომხური აგროპროდუქტის იმპორტის შეზღუდვას „მცდარ ნაბიჯებს“ უწოდებს
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის მიერ სომხური აგროპროდუქტის იმპორტის შეზღუდვას „მცდარ ნაბიჯებს“ უწოდებს

ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის მიერ სომხური აგროპროდუქტის იმპორტის შეზღუდვას „მცდარ ნაბიჯებს“ უწოდებს

BM.GE2 ივნისი, 2026, 23:47|bm.ge

სომხურ აგროპროდუქტზე შეზღუდვების დაწესება შეცდომაა, რადგან ეს ადამიანებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს - სომხეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარს „არმენპრესის“ ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა საკითხზე „იზვესტიას“ ჟურნალისტთან რუსეთის მიერ სომხური აგროპროდუქტის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შეფასებისას ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ ეს მცდარი ნაბიჯებია, რადგან ისინი ადამიანებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს. მე, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მაღალი რანგის ჩინოვნიკი, მგონია, რომ ეს პრობლემაა, თუმცა ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღიარებს თუ არა სომხეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებით, კერძოდ ფიტოსანიტარიული კონტროლის სფეროში პრობლემების არსებობას, ფაშინიანი პასუხობს, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა ცალკეულ კომპანიებს ჰქონდეთ.

„პრობლემები აქვთ ცალკეულ კომპანიებს და ასეა ყველგან, მათ შორის რუსეთშიც. თუმცა, მთლიანობაში ჩვენ ძალიან კარგი კონტროლის სისტემა გვაქვს და ვაგრძელებთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მან.

„როსსელხოზნადზორმა“ ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის გამო, 2026 წლის 2 ივნისიდან სომხეთიდან ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მანამდე რუსულმა უწყებამ სომხეთიდან გარკვეული სახეობის ბოსტნეულის იმპორტიც შეზღუდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "როსსელხოზნადზორი" სომხეთიდან ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტსაც დროებით კრძალავს. შეზღუდვა გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ სახელმწიფოებში ამ პროდუქტების ტრანზიტზეც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE