მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა
კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა

კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება დაადასტურა

ფორმულა|formulanews.ge

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა.

"ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონი. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადადიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადადიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პრობლემა გვაქვს, თქვენ იცით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც განკუთვნილია იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ართველი მოსახლეობის, არამედ აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შევუმსუბუქოთ მდგომარეობა აფხაზეთში მცხვორებ მოსახლეობას, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ოღონდ ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში.

კი (ფაქტი დადასტურებულია) ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. გავიმეორებ, თუკი ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირიიმედი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
  • აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურებანეტგაზეთი
  • "გადაწყვეტილების მოტივები გაუგებარია" - რუსეთი ნაურუს მიერ აფხაზეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზეBM.GE
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს

HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს

ფორმულა

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

ფორმულა

კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია

კობახიძე: დიფ სთეითის გეგმა, რუსოფობიის გაღვივება, საქართველოს წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპია

ფორმულა

კობახიძე: აგენტურამ ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა

კობახიძე: აგენტურამ ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა

ფორმულა