მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეზღუდულია
ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეზღუდულია

ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეზღუდულია

BM.GE11 ივლისი, 2026, 20:34|bm.ge

დროებით ოკუპირებულ ყირიმში 9 ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეიზღუდა. გარდა ამისა, 14 დასახლება წყლის გარეშეა დარჩენილი - ამის შესახებ "Suspilne Crimea" რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა: ჯანკოიში, იანი კაპუში, არმიანსკში, ფეოდოსიაში, ევპატორიაში, სიმფეროპოლში, ქერჩში, საკისა და სუდაკში.

"Voda Kryma"-ს (ყირიმის წყალი) ინფორმაციით, წყლის მიწოდება შეიზღუდება ჯანკოისა და სიმფეროპოლის რაიონების 14 სოფელში. ამის მიზეზად ელექტროქსელის ავარია სახელდება.

როგორც მანამდე იტყობინებოდნენ, 7 ივლისს ყირიმის ნახევარკუნძულზე წყალი ცხრა ქალაქსა და სამ რაიონს არ მიეწოდებოდა.

ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეზღუდვას წინ უკრაინული დრონების თავდასხმათა სერიები უსწრებდა, რომელთა სამიზნეც ყირიმის ელექტროგადამცემი ქსელი იყო.

ამჟამად ინფორმაცია ზუსტდება ადგილობრივი სამსახურებისა და წყალმომარაგების კომპანიის მიერ, რომელიც მიწოდების აღდგენაზე მუშაობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოკუპირებულ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესიმედი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ემზადებიანტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
ოკუპირებულ →

მსგავსი სტატიები

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

BM.GE