მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ომ ჰიდრო" მაგანა ჰესის მშენებლობას გეგმავს - მთავრობამ PPP პროექტი მოიწონა
"ომ ჰიდრო" მაგანა ჰესის მშენებლობას გეგმავს - მთავრობამ PPP პროექტი მოიწონა

"ომ ჰიდრო" მაგანა ჰესის მშენებლობას გეგმავს - მთავრობამ PPP პროექტი მოიწონა

BM.GE30 ივლისი, 2026, 02:24|bm.ge

კომპანია „ომ ჰიდრო“ ენერგეტიკული პროექტის „მაგანა ჰესის“ განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის 1 468-ე განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ცნობად მიიღო და მოიწონა პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად [PPP] იდენტიფიცირებული “მაგანა ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია, რომელიც მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარუდგინა.

მთავრობამ სამინისტროს დაავალა კომპანია „ომ ჰიდროს“ „მაგანა ჰესის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ანუ კვლევები მოამზადოს, რასაც PPP პროექტების კანონმდებლობა ითვალისწინებს.

ამასთან, განკარგულების მიხედვით, მთავრობამ მოიწონა შპს „ომ ჰიდროსთან“ დასადები ხელშეკრულება, რომელიც მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარდგენას ეხება. ხელშეკრულების გაფორმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის სახელით მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიენიჭა.

ცნობისთვის, „მაგანა ჰესის“ პროექტი იყო ერთ-ერთი იმ 24 საინვესტიციო ენერგოპროექტებს შორის, რომელიც 2023 წლის მაისში CFD აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა. ჰესის სიმძლავრე 4.5 მგვტ უნდა იყოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ომ ჰიდრო“ 2023 წელსაა რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი მერაბ ახვლედიანია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებადიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
გეგმავს →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

BM.GE