მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ომბუდსმენი რუსთაველის რეაბილიტაციისას აზბესტის ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებით მერიას რეკომენდაციას აძლევს
ომბუდსმენი რუსთაველის რეაბილიტაციისას აზბესტის ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებით მერიას რეკომენდაციას აძლევს

ომბუდსმენი რუსთაველის რეაბილიტაციისას აზბესტის ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებით მერიას რეკომენდაციას აძლევს

BM.GE27 აგვისტო, 2026, 18:25|bm.ge

სახალხო დამცველის აპარატი, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აზბესტის შემცველი ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და თბილისის მერიას, ამ ნივთიერების მავნებლობასა და მისი მოგროვების უსაფრთხოების ნორმების შესახებ რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.

აპარატში აღნიშნავენ, რომ ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, როგორც ადგილზე მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რამეთუ სასწავლო პროცესი იწყება და რუსთაველის გამზირზე კი 2 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

"თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას მოიცავს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აღმოჩნდა აზბესტის შემცველი ძველი მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის, აზბესტისგან იყო დამზადებული, სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნეს აღმოჩენილი.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“, რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.

რუსთაველის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჯარო სივრცეა, შესაბამისად, პოტენციური ზემოქმედების არეალი მხოლოდ დასაქმებულებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება, სამუშაოების მონაკვეთში კი მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების უშუალო სიახლოვეს ყოველდღიურად აღმოჩნდებიან ბავშვები. ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან მათი სასუნთქი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლატენტური პერიოდი ათწლეულებს მოიცავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს:

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

• პირველ რიგში დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში. • მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირების და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე", - წერია ომბუდსმენის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

BM.GE

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

BM.GE

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

BM.GE

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

BM.GE