მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის - საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის
ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის - საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის

ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის - საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის

BM.GE23 ივნისი, 2026, 11:03|bm.ge

ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვა იგეგმება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონშია დაგეგმილი. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ამასთან, ახალი ლიცენზიის ფარგლებში მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ-კაზინოებს მთავრობა დაბეგრავს უფრო დაბალი 5%-ის მოგების გადასახადის (GGR) განაკვეთით, ნაცვლად 20%-ისა, რომლითაც სტანდარტული ონლაინ-კაზინოები იბეგრებიან, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თამაში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღებით შემოღებულ იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები:

• სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების

დოკუმენტის თანახმად, ამით ერთი მხრივ, გაიზრდება საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს მოქალაქეები დაცული იქნებიან დამატებითი მავნე ზეგავლენისგან, რამდენადაც, საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს.

ავტორები ხაზს უსვამენ ცვლილებებისგან მოსალოდნელ დადებით ეკონომიკურ ეფექტსაც.

"კანონპროექტის მიღებით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ჩამოაყალიბოს სათამაშო ბიზნეს-ინდუსტრიის ახალი მიმართულება, რაც საშუალებას მისცემს დაიკავოს კონკურენტუნარიანი, სანდო და ინოვაციაზე ორიენტირებული იურისდიქციის პოზიცია, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მაღალკვალიფიციური კადრების (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მარკეტინგის, კიბერუსაფრთხოების) ქვეყანაში შემოსვლას, მომსახურების სფეროს განვითარების დამატებით სტიმულაციას და ნებართვის მაძიებლების მიერ გადახდილი მოსაკრებლების და გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებას",- წერია დოკუმენტში.

კანონპროექტი ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახება. თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით), ყოველწლიურად სანებართვო მოსაკრებელი წელიწადში 100 000 ლარი იქნება. ასევე, დაწესდება მოგების გადასახადი - მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 5% ყოველთვიურად. სანებართვო პირობების ან მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის წესდება ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, შემოდის დომენების შეზღუდვა და თუ აქამდე მოქმედი წესით 1 ნებართვით შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 2 ინტერნეტდომენის (ვებგვერდის) ოპერირება, ახალი პროექტით ეს ლიმიტი 1 ნებართვაზე 1 ვებგვერდამდე მცირდება. უკვე არსებულ ნებართვებზე კი იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი, მათი ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს

აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს

BM.GE

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს - კანონპროექტი

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს - კანონპროექტი

BM.GE

ეკონომიკის სამინისტროში 2 400-ზე მეტი საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია განხორციელდა - კობახიძე

ეკონომიკის სამინისტროში 2 400-ზე მეტი საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია განხორციელდა - კობახიძე

BM.GE

ბარათით გადახდისას ურთიერთგაცვლის მაქსიმალური საკომისიო 0.3% იქნება - კანონპროექტი

ბარათით გადახდისას ურთიერთგაცვლის მაქსიმალური საკომისიო 0.3% იქნება - კანონპროექტი

BM.GE