მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა
OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 20:22|bm.ge

სანავთობო ორგანიზაცია OPEC-მა კვირას გამართულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოქტომბრის თვეში ნავთობის მოპოვების პოლიტიკა უცვლელად შენარჩუნდება.

საკითხზე მსჯელობაში OPEC-ის შვიდი ძირითადი წევრი: საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, ქუვეითი, ალჟირი, ყაზახეთი და ომანი მონაწილეობდა. მხარეების შეფასებით, ამჟამად არსებული მიწოდება ადეკვატურია და მისი გაზრდის აუცილებლობა არ დგას.

ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ს ამჟამად ნავთობის ფიზიკურ ბაზარზე შეზღუდული გავლენა აქვს. ჯგუფს ქაღალდზე მოპოვების მიზნების შეცვლა შეუძლია, თუმცა იმის გარანტიას, რომ ეს ნავთობი რეალურად მოიპოვება ან ჰორმუზის სრუტის გავლით ბაზრამდე მიაღწევს, ვერ იძლევა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 21-წევრიანი გაერთიანების უმეტესობისთვის მოპოვების შეზღუდვის დამატებითი მექანიზმები 2026 წლის ბოლომდე კვლავ მოქმედებს. სანამ ალიანსი შეზღუდვების გაუქმებასა და ბაზარზე ნავთობის დაბრუნებას გადაწყვეტს, მან წევრი ქვეყნების მოპოვების სიმძლავრეები უნდა შეაფასოს, რათა 2027 წლის საბაზისო მაჩვენებლები დადგინდეს.

ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული დისკუსია 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, რის გამოც OPEC+ მეოთხე კვარტალში მოპოვების ზრდის პროცესს, სავარაუდოდ, შეაჩერებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“ - გიორგი კაკაურიძე

„ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“ - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

მცხეთის რაიონში “ფორდის“ მიკროავტობუსით გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის ხორცი გადაჰქონდათ | სეს

მცხეთის რაიონში “ფორდის“ მიკროავტობუსით გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის ხორცი გადაჰქონდათ | სეს

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

BM.GE