მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“ - გიორგი კაკაურიძე
„ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“ - გიორგი კაკაურიძე

„ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“ - გიორგი კაკაურიძე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 21:19|bm.ge

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელისუფლება 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კიდევ ერთხელ გადახედავს და გაზრდის. ამის შესახებ მან სპორტის კომიტეტზე ბიუჯეტი 6 თვის შესრულების წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ზე დავგეგმეთ, თუმცა პირველ კვარტალში ზრდა 9% იყო, შემდეგ აპრილში 6.2%, მაისში - 6.4% და ივნისში 8.6%. ჯამში პირველი 7 თვის მონაცემებით 7.9%-ია რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ასევე კარგი მაჩვენებელი - 8% იყო ივლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლეთ ეკონომიკური პროგნოზი და განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა წელს 6.3% იქნება წლის ბოლომდე, თუმცა ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 6.5-7% იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, საკუთარ პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც ის 5%-დან 6.5%-მდე დააკორექტირა. ივნისში პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა სავალუტო ფონდმაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მაღალი ხარისხი სისუფთავიდან და უსაფრთხოებიდან იწყება" - ია თაბაგარი საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე

"მაღალი ხარისხი სისუფთავიდან და უსაფრთხოებიდან იწყება" - ია თაბაგარი საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე

BM.GE

2020 წლიდან აზერბაიჯანთან გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა, საქართველოსთან 2-ჯერ - ანდრეი ნიკიტინი

2020 წლიდან აზერბაიჯანთან გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა, საქართველოსთან 2-ჯერ - ანდრეი ნიკიტინი

BM.GE

ტრამპი არჩევნების წინ საწვავის სტრატეგიულ რეზერვებს იყენებს

ტრამპი არჩევნების წინ საწვავის სტრატეგიულ რეზერვებს იყენებს

BM.GE

დამატებითი ₾8.5 მილიონი - მთავრობამ რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი კიდევ გაზარდა

დამატებითი ₾8.5 მილიონი - მთავრობამ რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი კიდევ გაზარდა

BM.GE