მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა
OpenAI-მ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა

OpenAI-მ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა

BM.GE26 აგვისტო, 2026, 04:30|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამერიკულმა კომპანია OpenAI-მ ChatGPT-ის ის ანგარიშები დაბლოკა, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების ფარულ კამპანიაში გამოიყენებოდა.

როგორც ირკვევა, კომპანიამ აღნიშნულ კვალს სოციალურ ქსელებში AI-ის მიერ გენერირებული პოსტების მოკვლევისას მიაგნო, რამაც მასშტაბური ფარული ოპერაცია გამოავლინა. კამპანიის ორგანიზატორები ChatGPT-ს რუსულ ენაზე აძლევდნენ მითითებებს, რომ სოციალური პლატფორმების: Substack-ის, Telegram-ის, X-ის, Facebook-ისა და LinkedIn-ისთვის კომენტარები შეექმნა. ამასთან, ჩატბოტს ევალებოდა, ტექსტებში ნებისმიერი ენობრივი ნიშანი დაეფარა, რაც ავტორების რუსულ წარმოშობაზე მიუთითებდა.

OpenAI-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ოპერაციის პირდაპირი გავლენა შეზღუდული იყო, თუმცა მისი მთავარი საფრთხე შექმნილ ინფრასტრუქტურაში მდგომარეობდა.

ექსპერტების შეფასებით, ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ ბოროტმოქმედები ხელოვნურ ინტელექტს ლოკალური ნარატივების შესანიღბად და ყალბი ავტორიტეტის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, OpenAI-ის სერვისებზე წვდომა რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდულია, თუმცა ოპერატორები ადგილმდებარეობის დასაფარად VPN ტექნოლოგიას იყენებდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Shell-ის ქიმიური აქტივების შესყიდვით ExxonMobil-ი და LyondellBasell-ი დაინტერესდნენ

Shell-ის ქიმიური აქტივების შესყიდვით ExxonMobil-ი და LyondellBasell-ი დაინტერესდნენ

BM.GE

ბოლო წლებში სტუდენტების რაოდენობა მცირდება და ეს დასაფიქრებელი ტენდენციაა - ექსპერტი

ბოლო წლებში სტუდენტების რაოდენობა მცირდება და ეს დასაფიქრებელი ტენდენციაა - ექსპერტი

BM.GE

Subway სომხეთში შესვლას და 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს

Subway სომხეთში შესვლას და 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს

BM.GE

აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC

აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC

BM.GE