მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Subway სომხეთში შესვლას და 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს
Subway სომხეთში შესვლას და 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს

Subway სომხეთში შესვლას და 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას გეგმავს

BM.GE26 აგვისტო, 2026, 03:34|bm.ge

სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელი Subway სომხეთის ბაზარზე შესვლას და ქვეყანაში 60-ზე მეტი ობიექტის გახსნას განიხილავს - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გლობალური ბრენდის სომხეთში შესვლის საკითხი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონში Subway-ს რეგიონულ გენერალურ დირექტორ ეფე ჩელიკსა და სომეხ ინვესტორ ლევონ ჰაირაპეტიანს შორის შეხვედრაზე განიხილეს.

სამინისტროს მონაცემებით, თითოეული რესტორნის გახსნაში ინვესტიციის მოცულობამ შესაძლოა $150 ათასიდან $300 ათასამდე შეადგინოს.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისო ფრანჩაიზინგის განვითარებას, ადგილობრივი მომწოდებლების მოზიდვასა და საზოგადოებრივი კვების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ცნობისთვის, Subway სწრაფი მომსახურების რესტორნების ამერიკული საერთაშორისო ქსელია, რომელიც 1965 წელს კონექტიკუტის შტატში დაარსდა. მენიუ ძირითადად სენდვიჩებისგან, როლებისგან და სალათებისგან შედგება, ხოლო ქსელის ობიექტების უმეტესობა ფრანჩაიზინგის მოდელით მუშაობს. მსოფლიოში Subway-ს 35 ათასზე მეტი რესტორანი მოქმედებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფრანჩაიზიები მართავენ. 2024 წლიდან კომპანია ამერიკული საინვესტიციო კომპანია Roark Capital-ის მფლობელობაშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Shell-ის ქიმიური აქტივების შესყიდვით ExxonMobil-ი და LyondellBasell-ი დაინტერესდნენ

Shell-ის ქიმიური აქტივების შესყიდვით ExxonMobil-ი და LyondellBasell-ი დაინტერესდნენ

BM.GE

OpenAI-მ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა

OpenAI-მ რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა

BM.GE

ბოლო წლებში სტუდენტების რაოდენობა მცირდება და ეს დასაფიქრებელი ტენდენციაა - ექსპერტი

ბოლო წლებში სტუდენტების რაოდენობა მცირდება და ეს დასაფიქრებელი ტენდენციაა - ექსპერტი

BM.GE

აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC

აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC

BM.GE