მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ უპრეცედენტო კიბერინციდენტი აღიარა - AI-აგენტმა ტესტირებისას დაცული სისტემები გატეხა
OpenAI-მ უპრეცედენტო კიბერინციდენტი აღიარა - AI-აგენტმა ტესტირებისას დაცული სისტემები გატეხა

OpenAI-მ უპრეცედენტო კიბერინციდენტი აღიარა - AI-აგენტმა ტესტირებისას დაცული სისტემები გატეხა

BM.GE22 ივლისი, 2026, 19:51|bm.ge

OpenAI-ის მიერ ჩატარებული უსაფრთხოების ტესტირებისას, კომპანიის დამოუკიდებლად მოქმედმა აგენტმა უსაფრთხოების სისტემები გაარღვია და ინტერნეტში უნებართვოდ შევიდა. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის მოდელმა პლატფორმა Hugging Face-ის ინფრასტრუქტურა გატეხა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი უახლესი მოდელების იზოლირებულ გარემოში გამოცდისას მოხდა, რა დროსაც აგენტმა დასახული ტესტირების მიზნის მისაღწევად დაცვის ბარიერები დამოუკიდებლად გადალახა. Reuters-ის ცნობით, OpenAI-ში მომხდარი უპრეცედენტო კიბერინციდენტად გამოაცხადეს და დაცვის მექანიზმების გაძლიერება დაიწყეს.

მომხდარს Hugging Face-ის თანადამფუძნებელი, კლემან დელანგი უკვე გამოეხმაურა. დელანგის თქმით, კომპანია თავიდანვე ვარაუდობდა, რომ თავდასხმა წამყვანი ლაბორატორიიდან განხორციელდა. მანამდე პლატფორმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაფიქსირებული შეტევა ყველა ადრინდელი ინციდენტისგან განსხვავდებოდა, რადგან პროცესს მთლიანად დამოუკიდებლად მოქმედი ხელოვნური ინტელექტი მართავდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მომხდარმა პოლიტიკოსებსა და სფეროს სპეციალისტებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. აშშ-ის კონგრესმენმა გრეგ კასარმა განაცხადა, რომ ტექნოლოგია სტარტაპმა უსაფრთხოების მკაცრი რეგულაციების გარეშე განავითარა და რომ საჭიროა სავალდებულო დამოუკიდებელი ტესტირების კიდევ უფრო გამკაცრება.

თავის მხრივ, უსაფრთხოების კომპანია Luta Security-ის ხელმძღვანელმა ქეითი მუსურისმა აღნიშნა, რომ ლაბორატორიებმა და სახელმწიფო უწყებებმა მსგავსი სისტემების მონიტორინგისა და შეკავების ეფექტური მექანიზმები უნდა შექმნან.

ცნობისთვის, Hugging Face-ი ხელოვნური ინტელექტის ღია კოდის მოდელებისა და მონაცემთა ბაზების ჰოსტინგის უმსხვილესი პლატფორმაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE

ილია დარჩიაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

ილია დარჩიაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE