
ოქრო და ვერცხლი ძვირდება - მიზეზები
გლობალურ ბაზარზე ოქროს ღირებულებამ ერთ კვირაში 5%-ზე მეტით მოიმატა და უნციაზე $4,654 შეადგინა. ძვირფასმა ლითონმა ერთ თვეში თითქმის 14%-იანი ზრდა აჩვენა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-იანი მატება დააფიქსირა.
რაც შეეხება ვერცხლს, ის უნციაზე 70-დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, რაც ერთ თვეში 18%-იან და ერთწლიან პერიოდში 80%-იან ზრდას წარმოადგენს.
ძვირფასი მეტალების გაძვირდება აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაპირობებს. ფედერალურმა ხაზინამ 10-დან 30 წლამდე ვადის მქონე სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის მასშტაბი $2 მილიარდიდან $4 მილიარდამდე გაზარდა. აღნიშნულმა ნაბიჯმა გრძელვადიანი ობლიგაციების განაკვეთების ზრდის პროცესის შეკავება ვერ შეძლო, რამაც ოქროზე დადებითი გავლენა იქონია.
ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო ვალის რეკორდული ზრდის ფონზე ფულის მასის გაფართოება ინფლაციურ ზეწოლას აძლიერებს და ინვესტორებს ოქროსკენ უბიძგებს, რადგან მისი მოცულობა შეზღუდულია და ოქრო ისტორიულად ინფლაციისგან თავის დაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
დამატებით რისკფაქტორს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება ქმნის. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხებამ ნავთობის ფასი ბარელზე $94-მდე გაზარდა. ენერგომატარებლების გაძვირება გლობალურ ინფლაციურ მოლოდინებს ამძაფრებს.
BM.GE
წყარო: bm.ge