მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი
ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი

ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 21:48|bm.ge

2026 წლის ოქტომბერში ლარი აშშ დოლართან მიმართებით - წლიურად 4.5%-ით, ევროსთან კი 8.5%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 8.1%-ით გაიზარდა, ხოლო სექტემბრის ბოლოს საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ 8.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ნოემბრის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ოქტომბერში ლარმა გამყარება განაგრძო. ოქტომბერში ლარი წლიურად 4.5 პროცენტით გამყარდა აშშ დოლარის მიმართ და 8.5 პროცენტით ევროს მიმართ, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი (NEER) წლიურად 8.1 პროცენტით გამყარდა (სექტემბრის 6.7-პროცენტიანი ზრდის შემდეგ)“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ლარის გამყარება მხოლოდ დოლართან და ევროსთან მიმართებით არ გამოვლენილა. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის 8.1%-იანი წლიური ზრდა მიუთითებს, რომ ლარი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართაც გამყარდა. შედარებისთვის, სექტემბერში ამ მაჩვენებლის წლიური ზრდა 6.7% იყო.

რაც შეეხება რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს (REER), მსოფლიო ბანკის შეფასებით, სექტემბერში ის წლიურად 4%-ით გამყარდა, აგვისტოში კი ზრდა 3.2% იყო.

„რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (REER) სექტემბერში (ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით) წლიურად 4.0 პროცენტით გამყარდა, აგვისტოს 3.2 პროცენტთან შედარებით, რაც კვლავ მიუთითებს კონკურენტუნარიანობაზე მზარდ ზეწოლაზე“, - წერს მსოფლიო ბანკი.

ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებიც ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ბანკის ნოემბრის მიმოხილვის თანახმად, სექტემბრის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობამ რეკორდულ 8.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„სექტემბრის ბოლოსთვის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულამდე - 8.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა (იმპორტის დაახლოებით 5 თვის მოცულობა), რაც წლიურად 50.5-პროცენტიანი მატებაა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებული მონაცემებით, რეზერვების ზრდა ოქტომბერშიც გაგრძელდა. კერძოდ, გასული თვის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვები 82.6 მილიონი დოლარით გაიზარდა და 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში ზრდამ 2.64 მილიარდი დოლარი, ანუ 47.2% შეადგინა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც.

„2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მთავარი წყარო სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვებია.სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ჯამურად 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 134 სტატია.

  • ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 9 თვეში 190 მილიონი ლარი შევიდატვ პირველი
  • ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირიფორმულა
  • მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო​რუსთავი 2
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
ლარი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ბირჟების კომისიამ NVIDIA-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის საფონდო ბირჟების კომისიამ NVIDIA-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

BM.GE

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო

BM.GE

ხორბლის ფასი 10-თვიან მინიმუმამდე დაეცა

ხორბლის ფასი 10-თვიან მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

წელს ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

წელს ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

BM.GE