მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქტომბერში საქართველოში $288 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი
ოქტომბერში საქართველოში $288 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

ოქტომბერში საქართველოში $288 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 21:18|bm.ge

2026 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 288.56 მლნ აშშ დოლარი (750.1 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს 2025 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.5%-ით, ანუ 30.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

ქვეყნების მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-დან განხორციელდა. ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 65.1 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 22.56%-ს შეადგენს. წლიურ ჭრილში აშშ-დან გადმორიცხვები 9.83%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზე იტალია იმყოფება, საიდანაც 52.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მთლიანი გზავნილების 18.16%-ია, წლიური კლება კი 1.45%-ს შეადგენს. მესამე პოზიციას გერმანია იკავებს 30.47 მლნ აშშ დოლარით, რაც წლიურად 2.94%-იანი ზრდაა.

ფულადი გზავნილების მოცულობით ტოპ ხუთეულში ასევე შედიან საბერძნეთი და ისრაელი. საბერძნეთიდან ოქტომბერში 26.93 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც წლიურად 4.33%-ით მეტია, ხოლო ისრაელიდან მიღებულმა გზავნილებმა 25.82 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდით 7.31%.

მნიშვნელოვანი კლება კვლავ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებულ გზავნილებში დაფიქსირდა. ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 11.22 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72.84%-ით ნაკლებია

თუმცა სავარაუდოდ, ნოემბრიდან რუსული ფულადი გზავნილები აღარ იქნება ასე მკვეთრად შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოდან საქართველოში Zolotaya Korona-მ საქმიანობა აღადგინა. გზავნილების აღნიშნული სისტემა მისი შუამავალი პროვაიდერის სანქცირების გამო, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ოპერირებდა.

# ქვეყანა გზავნილები (მლნ აშშ დოლარი) წლიური ცვლილება 1 აშშ 65.1 9.8% 2 იტალია 52.4 -1.5% 3 გერმანია 30.47 2.9% 4 საბერძნეთი 26.93 4.3% 5 ისრაელი 25.82 7.3% 6 თურქეთი 11.43 6.7% 7 რუსეთის ფედერაცია 11.22 -72.8% 8 ესპანეთი 7.71 -2.6% 9 გაერთიანებული სამეფო 6.07 15.3% 10 საფრანგეთი 5.82 -6.1%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონასრუსთავი 2
  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

BM.GE

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

BM.GE

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკი

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკი

BM.GE

ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება - ფონ დერ ლაიენი

ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება - ფონ დერ ლაიენი

BM.GE