მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორთაჭალაში გასაბერი ჰესის მშენებლობა იგეგმება - მოსახლეობას პროექტზე შენიშვნების დაფიქსირება შეუძლია
ორთაჭალაში გასაბერი ჰესის მშენებლობა იგეგმება - მოსახლეობას პროექტზე შენიშვნების დაფიქსირება შეუძლია

ორთაჭალაში გასაბერი ჰესის მშენებლობა იგეგმება - მოსახლეობას პროექტზე შენიშვნების დაფიქსირება შეუძლია

BM.GE22 ივლისი, 2026, 13:24|bm.ge

თბილისში, ორთაჭალაში რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ ახალი ჰიდროელექტროსადგურის და ამავე ჰიდროელექტროსადგურში განთავსებული DATA ცენტრის მშენებლობა იგეგმება - პროექტთან დაკავშირებით გზშ დოკუმენტაციის განხილვები 2025 წლის დეკემბერში გაიცა, ხოლო 2026 წლის 13 თებერვალს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე სკოპინგის დასკვნა გასცა. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანიას დაჩქარებული პროცესით სურს საბოლოო დასტურის მიღება, ხოლო დეპარტამენტმა ამ პროექტზე საჯარო განხილვა 26 აგვისტოს დანიშნა, ხოლო მოსახლეობის და დაინტერესებული პირების მხრიდან წერილობით შენიშვნების წარმოდგენის ვადად 15 სექტემბერი განსაზღვრა.

პროექტის თანახმად, ახალი ჰესის დადგმული სიმძლავრე აშენების შემთხვევაში 3.7 მეგავატი იქნება. წარდგენილი პროექტის თანახმად, ჰესს გასაბერი რეზინის კაშხალი ექნება.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ჯორჯიან გრინ ენერჯი“, პარტნიორობაში შპს „დიჯითალ ბილიკთან“. დაგეგმილი ჰესი აღჭურვილი იქნება არქიმედეს ხრახნული ტიპის ტურბინებითა და გასაბერი რეზინის კაშხლით, რაც, დეველოპერის განმარტებით, მიზნად ისახავს მდინარის ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმის მაქსიმალურად შენარჩუნებას და ეკოსისტემაზე ზემოქმედების შემცირებას.

"გასაბერი რეზინის კაშხლის დანიშნულებას წარმოადგენს წყლის დონის აწევა ზედა ბიეფში, როგორც მდინარის ძირითად კალაპოტში, ისე შენაკადი არხის მონაკვეთზე. გაბერილ მდგომარეობაში მყოფი რეზინის კაშხალი უზრუნველყოფს წყლის საკმარის დონეზე აწევას ოთხი არქიმედეს ხრახნული ტურბინის მიერ ელექტროენერგიის გენერაციისთვის საჭირო დაწნევის შესაქმნელად.

მდინარის შუა ნაწილში ბეტონის ასაწყობი კონსტრუქციის გამოყენებით დამონტაჟებული იქნება 75 მ სიგრძის გასაბერი რეზინის კაშხალი, რომელიც მდინარეში გაიყოფა ორ მონაკვეთად/სეგმენტად, როგორც ფიგურა 4-ზეა წარმოდგენილი. როდესაც კაშხალი გაბერილია დაახლოებით 5 მ სიმაღლეზე, ის ზრდის წყლის დონეს ზედა ბიეფში, დაახლოებით 2.5 კმ სიგრძის მონაკვეთზე, 225,000 მ2 ფართობზე და არეგულირებს დაახლოებით 475,000 მ3 მოცულობის წყალს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული კონსრუქციის მდინარეში განთავსება არ გულისხმობს წყლის შესანახი რეზერვუარის შექმნას ან ჩამონადენის უწვეტობის შემცირებას. კაშხლით მხოლოდ წყლის ჩამონადენის სიმაღლე რეგულირდება, სანამ ქვედა ბიეფში გაივლის. კაშხალი უბრალოდ ამაღლებს წყლის დონეს, რათა წყალმიმღებთან შექმნას საკმარისი დაწნევა, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით დოკუმენტაციაში.

საპროექტო მონაცემებით, ჰესის წლიური გამომუშავება დაახლოებით 26 მილიონ კილოვატსაათს შეადგენს. გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი გამოყენებული იქნება მონაცემთა ცენტრის ენერგომომარაგებისთვის, რაც პროექტის ავტორების შეფასებით, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას და ელექტროქსელზე დამოკიდებულების ნაწილობრივ შემცირებას.

პროექტს ორი შპს - შპს დიჯითალ ბილიკი და შპს გრინ ენერჯი ახორციელებენ, ორივე კომპანიის აქციონერები აზერბაიჯანელი ბიზნესმენები - შაჰინ მოვსუმოვი და რაშად ისმაილოვი არიან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება

PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება

BM.GE

ივნისში ბათუმში 1 468 ბინა გაიყიდა - ზრდა 8%-ია

ივნისში ბათუმში 1 468 ბინა გაიყიდა - ზრდა 8%-ია

BM.GE

ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე შემცირდა

ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე შემცირდა

BM.GE

იპოთეკური სესხების პორტფელი 13%-ით, ₾14.4 მილიარდამდე გაიზარდა

იპოთეკური სესხების პორტფელი 13%-ით, ₾14.4 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE