მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ოცნებამ" საქართველოს ბიუჯეტში იპოვა მოსაპარი ფული, მაგრამ ვერ იპოვა სასკოლო კვების ფული|დეპუტატი
"ოცნებამ" საქართველოს ბიუჯეტში იპოვა მოსაპარი ფული, მაგრამ ვერ იპოვა სასკოლო კვების ფული|დეპუტატი

"ოცნებამ" საქართველოს ბიუჯეტში იპოვა მოსაპარი ფული, მაგრამ ვერ იპოვა სასკოლო კვების ფული|დეპუტატი

BM.GE4 ივნისი, 2026, 18:10|bm.ge

ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრის, დეპუტატ ტატა ხვედელიანის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებული დაპირებების მიუხედავად, უფასო სასკოლო კვების პროექტის განხორციელებაზე ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს.

„ოცნებამ” საქართველოს ბიუჯეტში იპოვა მოსაპარი ფული, მაგრამ ვერ იპოვა სასკოლო კვების ფული”, - თქვა პოლიტიკოსმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”.

წლებია, საქართველოში უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო.

უფასო სასკოლო კვების პროგრამა 2026 წელსაც არ დაიწყება|რას ამბობდნენ მინისტრები 2021-2025 წლებში?

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ სასკოლო კვება არა - ფუფუნება, არამედ აუცილებელი და შედეგიანი ინვესტიციაა განათლებასა და ჯანდაცვაში.

“ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. იცით, რომ გიორგი გახარიას დროსაც ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ იყო დაპირებები, რომ დაიწყებოდა ამ პროგრამის განხორციელება, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს ბიუჯეტში „ოცნებამ“ იპოვა მოსაპარი ფული და ვერ იპოვა სკოლის ბავშვების კვების ფული. შესაბამისად, ამაზეც უარს ამბობენ, მაშინ როდესაც სასკოლო კვების პროგრამა - ეს არის შედეგიანი ინვესტიცია ჯანდაცვასა და განათლებაში“, - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

დეპუტატის თქმითვე, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის ფონზე, ხელისუფლების განცხადებები ეკონომიკურ წინსვლაზე რეალობას აცდენილია, რასაც ბოლო კვლევებიც ადასტურებს.

"როგორ ვიღებთ ჩვენ სოციალურ თანასწორობას, როდესაც ფორმიანი ბავშვი დგას და უყურებს მეორე ფორმიან ბავშვს, რომელიც ვერ ყიდულობს საკვებს?! ჩვენ ვიცით, რომ ბოლო კვლევებით, ყოველი მესამე ბავშვი საქართველოში განიცდის ზოგჯერ ან ყოველთვის შიმშილს. „ოცნება“ იკვეხნის მაღალი ეკონომიკური ზრდით, მაგრამ სასკოლო კვების პროექტისთვის სახსრებს ვერ პოულობს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

სასკოლო კვების გარდა, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა სასკოლო ფორმების შემოღების ინიციატივაზეც, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების არაკომპეტენტურობის გამო სრულფასოვნად ვერ ხორციელდება და მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებს შეეხება.

„მთავარი ამბავი არის ის, რომ ფორმების შეკერვაც ვერ ესწრება და მხოლოდ პირველ კლასს ექნება ფორმები სექტემბერში. [ეტაპობრივად მიიღებენ ფორმებს მე-2 - მე-6 კლასელები] ფაქტია, როგორც განათლების რეფორმა, ისე ნებისმიერი სხვა საკითხი მიმდინარეობს არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად და შედეგად, ზიანდება ჩვენი მოსახლეობა და მათი ინტერესები... მაგალითად, სტუდენტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, ხშირ შემთხვევაში მძიმე სამუშაოებზე და ღამეებს ათევენ იმისთვის, რომ ბინის ქირა, სწავლის გადასახადი თუ კვება გადაიხადონ, იმის მაგივრად, რომ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოს სახელმწიფომ, უთხრეს, რომ სხვა ქალაქში უნდა ისწავლოთო”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა და იქვე დასძინა, რომ მმართველი გუნდის მიერ გატარებული პოლიტიკა ორიენტირებული არ არის გამოწვევებზე და სისტემაში არსებული პრობლემები კორუფციულ ინტერესებს უკავშირდება.

“კორუფციას, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში უტოლდება ქვეყნის ღალატსაც კი, უნდა დაესვას წერტილი“, - აცხადებს პარლამენტარი.

ჰაბი სკოლების შექმნა - რას მოიცავს სასკოლო კვების მოდელი, რომელზედაც განათლების სამინისტრო მუშაობს

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო "3+3 ფორმატის" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - საგარეო

საქართველო "3+3 ფორმატის" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - საგარეო

BM.GE

ბიზნესაქტივობის ზრდის ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება - ცინცაძე

ბიზნესაქტივობის ზრდის ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება - ცინცაძე

BM.GE

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

BM.GE