
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილტაციისთვის ₾1.1 მილიონი გამოიყო
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, მდინარე მერიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1.1 მილიონი ლარი გამოიყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. არსებული ხიდის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ხიდი ერთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე 23,10 მ-ს შეადგენს.
პროექტის შესაბამისად, მდინარე მერიაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე რეაბილიტაციის ფარგლებში ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. განახლებულ ხიდზე გაიზრდება დატვირთვის დონე და მალის ნაშენის სიგრძე, რაც წყლის ნაკადის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველყოფს, ხოლო ბურჯები და სარეგულაციო კედლები მოეწყო ხიმინჯოვან ფუძეზე.
BM.GE
წყარო: bm.ge