
პაოლო მალდინიმ და ლეონარდომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვეს
პაოლო მალდინი და ლეონარდო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორისა და მრჩევლის თანამდებობებიდან გადადგნენ.მათ ფედერაციის დატოვების გადაწყვეტილება დანიშვნიდან დაახლოებით 2 კვირაში მიიღეს. მიზეზად იტალიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნასთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს წინააღმდეგობა სახელდება.ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ სკუადრა აძურას პეპ გვარდიოლა ჩაიბარებდა. პირველადი კონტაქტი შედგა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა უმალ უარი განაცხადა. პეპს სურს, რომ ფეხბურთისგან 1 წელი დაისვენოს და დრო ოჯახს დაუთმოს. გვარდიოლას ალტერნატივად იტალიურმა მედიამ ანდრეა პირლო დაასახელა, თუმცა, როგორც ჩანს არსებობს გარკვეული სახის პრობლემები. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ანდრეა პირლოს დანიშვნასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.
მიზეზი კი ის არის, რომ ლეგენდარული იტალიელი ამჟამად რუსული ბუკმეკერული კომპანიის გლობალური ელჩია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ გარემოებამ ფედერაციის ხელმძღვანელობაში დამატებითი კითხვები გააჩინა და პირლოს კანდიდატურის მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა. წყაროს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა შესაძლოა რეპუტაციული პრობლემების მიზეზი გახდეს, რის გამოც პირლოს შესაძლო დანიშვნა გამოირიცხა.Sky Sport Italia-ს ცნობით, ფედერაციასა და მალდინის შორის ნდობა აღარ არსებობდა და ვეღარც პროექტზე იზიარებდნენ საერთო ხედვებს. მოსალოდნელი იყო, რომ თუ პირლოს კანდიდატურა მოიხსნებოდა, მალდინი და ლეონარდო თანამდებობას დაუყოვნებლივ დატოვებდნენ.
ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი ფავორიტი რობერტო მანჩინია, რომელიც მალაგოს ფავორიტია. ხოლო ახალი ტექნიკური დირექტორი, შესაძლოა, ჯორჯო კიელინი გახდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge