მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Paramount-ისა და Warner-ის $108.4-მილიარდიანი გარიგება შეიძლება ჩაიშალოს - 12 შტატი კომპანიებს უჩივის
Paramount-ისა და Warner-ის $108.4-მილიარდიანი გარიგება შეიძლება ჩაიშალოს - 12 შტატი კომპანიებს უჩივის

Paramount-ისა და Warner-ის $108.4-მილიარდიანი გარიგება შეიძლება ჩაიშალოს - 12 შტატი კომპანიებს უჩივის

BM.GE16 ივლისი, 2026, 04:05|bm.ge

კინოსა და გართობის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტების, Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ის $108.4-მილიარდიანი გარიგება შეიძლება ჩაიშალოს.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს აშშ-ის 12 შტატის, მათ შორის კალიფორნიის მიერ პროცესის დასაბლოკად სასამართლოში შეტანილი სარჩელი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს გარიგება ჰოლივუდში კონკურენციას გაანადგურებს. კალიფორნიის გენერალური პროკურორის, რობ ბონტას განცხადებით, WBD-სა და Paramount-ის გაერთიანება ფასების ზრდას, პროდუქციის რაოდენობის შემცირებას და კონტენტის ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.

ცნობისთვის, ორ დიდ კომპანიას შორის დაგეგმილი გარიგება ჰოლივუდის ხუთი უმსხვილესი სტუდიიდან ორის გაერთიანებას ითვალისწინებს. გაერთიანების შედეგად, Warner Bros. Discovery-ის მფლობელობაში არსებული პლატფორმა HBO Max-ი, ფილმების მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და ტელეკომპანია CNN-ი გადავა იმ მმართველობაში, რომელიც Paramount-ის კუთვნილ არხ CBS-სა და სტრიმინგ-სერვის Paramount+-ს აერთიანებს.

მოსარჩელე შტატები მიიჩნევენ, რომ მსგავსი კავშირი კინოთეატრებსა და საკაბელო ტელევიზიების დისტრიბუტორებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 12-ვე შტატის პროკურატურა კომპანიებს მოუწოდა, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გარიგების დასრულებისგან თავი შეიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შტატების კოალიცია გარიგების დროებითი შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

რაც შეეხება Paramount-ის პოზიციას, კომპანიაში აცხადებენ, რომ წარდგენილი სარჩელი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ამახინჯებს. კომპანიის განმარტებით, დაგეგმილი გაერთიანება არა კონკურენციის შემცირებას, არამედ დომინანტ სტრიმინგ-პლატფორმებთან კონკურენციის გაზრდას ისახავს მიზნად.

კომპანია Paramount-ი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილს, დევიდ ელისონს ეკუთვნის, საკუთარი ინტერესების სასამართლოში დაცვას აქტიურად გეგმავს. საყურადღებოა, რომ თავად Warner-ის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE