მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება
პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება

BM.GE31 აგვისტო, 2026, 18:29|bm.ge

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.„საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება. მიმდინარე კანონპროექტებთან ერთად, ასევე შემუშავების პროცესშია სხვადასხვა დიდი რეფორმა. შესაძლებლობა გვაქვს, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებაზე ვიმუშაოთ. პარლამენტის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვანი ვიზიტები იგეგმება. შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საპარლამენტო დიპლომატიის ტემპები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება საკომიტეტო საქმიანობას, მისასალმებელია, რომ ზაფხულის პერიოდი კომიტეტებმა რეგიონებში შეხვედრებისა და გასვლითი სხდომებისთვის გამოიყენეს. კომიტეტებს ამ მიმართულებითაც ყოველგვარი მხარდაჭერა აქვთ პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართებაიმედი
  • ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდანეტგაზეთი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
  • პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სარეფერენდუმო კითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

რაზე ისაუბრეს დღევანდელი შეხვედრისას ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა?

რაზე ისაუბრეს დღევანდელი შეხვედრისას ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა?

BM.GE

2026 წლის I ნახევარში ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა | რა თანხა გადაიხადა მოსახლეობამ?

2026 წლის I ნახევარში ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა | რა თანხა გადაიხადა მოსახლეობამ?

BM.GE

საქართველოში საინვესტიციო ფონდები ₾546 მილიონის აქტივებს მართავენ

საქართველოში საინვესტიციო ფონდები ₾546 მილიონის აქტივებს მართავენ

BM.GE

გერმანიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 50%-ით გაიზარდა

გერმანიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 50%-ით გაიზარდა

BM.GE