მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტმა ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
პარლამენტმა ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პარლამენტმა ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 19:06|bm.ge

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას ეხება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი.

"ქართული ოცნების" დეპუტატების წარდგენილ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და როგორც მომხსენებელმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ცვლილებებს პარლამენტი 30 სექტემბერს სამივე მოსმენით მიიღებს, კანონი კი ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა.

კანონპროექტის წარდგენისას პაატა კვიჟინაძემ ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადთან დაკავშირებით კანონის პროექტს ამზადებს.

"ჩვენ ეს ნაწილი [40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების] იმის გამო ამოვიღეთ, რომ წელს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ხელფასი 100 000 ლარამდე აქვს, ქონების გადასახადი არ გადაეხადა. რაც შეეხება დანარჩენს, კანონი შემოვა და მასში ბევრი რამ იქნება გათვალისწინებული. ყველას ვისაც ეს დეკლარაცია შეუვსია, იცის, რომ არის შეფასების პრობლემა - რა ფასით უნდა წარმოადგინო, არის აღრიცხვის პრობლემა და ასე შემდეგ. თუ რაიმე კითხვებია ქონების გადასახადზე, ეს კანონი მზადდება და პარლამენტში შემოვა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კანონპროექტის განხილვისას დეპუტატებს ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ.

პლენარული სხდომის შემდეგ დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რიგით მეორე სხდომაც გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით 40 წამში დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტით უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება.საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება - შალვა პაპუაშვილი პრაღაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, მხარეებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარესფორმულა
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
მხარეს →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE