მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პატრიარქის არჩევნების გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეზღუდულია
პატრიარქის არჩევნების გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეზღუდულია

პატრიარქის არჩევნების გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეზღუდულია

BM.GE11 მაისი, 2026, 13:00|bm.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები დილის 09:00 საათიდან ამოქმედდა და 18:00 საათამდე გასტანს. ამ დროისთვის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია შემდეგ მიმართულებებზე:

• ბუხაიძის ქუჩა: მოძრაობა ჩაკეტილია სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით. თავად ბუხაიძის ქუჩაზე გადაადგილება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვისაა ნებადართული; • ახვლედიანის მოედანი და აღმართი: საავტომობილო მოძრაობა სრულად შეზღუდულია; • ნიაბის ქუჩა: მოძრაობა აკრძალულია გუმბრის ქუჩის მიმართულებით; • მეტრო „ავლაბარი“: მოძრაობა შეზღუდულია გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

უწყების ცნობით, ავტომანქანების საპარკინგე სივრცეები მოწყობილია ახვლედიანის მოედანსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე.

მოქალაქეებს, რომლებიც პარკირებით ისარგებლებენ, სამების ტაძრამდე მისვლა სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით ან ფეხით (ახვლედიანის ქუჩის გავლით) შეუძლიათ. მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ამოსული მგზავრები კი ტაძრისკენ გადაადგილებას გონაშვილის ქუჩით ახერხებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხაფორმულა
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
არჩევნების →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE