მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

BM.GE9 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

ორბანის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, უნგრეთს ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ჰყავს. პროევროპელი ცენტრისტ-მემარჯვენე ლიდერმა, პეტერ მადიარმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ფიცი დადო.

ერთი თვის წინ მადიარის ოპოზიციური პარტიის „ტისას“ მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დღეს, ბუდაპეშტში ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ფიცის დადებიდან რამდენიმე წუთში მადიარმა განაცხადა, რომ უნგრელებმა მის პარტიას მისცეს მანდატი ქვეყნის ისტორიაში „ახალი თავის“ დასაწყებად: „ეს არის მანდატი არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სისტემის შესაცვლელად. ყველაფრის თავიდან დასაწყებად“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ორბანის მმართველობის პერიოდში უნგრეთი ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად იქცა. „ორბანის მოკავშირეებსა და ელიტას დიდი გზა აქვთ გასავლელი მანამ, სანამ პირისპირ შეეჩეხებიან იმას, რაც ჩაიდინეს“, - განაცხადა მან და პირობა დადო, რომ მისი მთავრობა სამართალს აღასრულებს მათ წინააღმდეგ, ვინც ბოლო საათებშიც კი „ყველაფრის მოპარვას“ ცდილობდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ორბანის ეპოქაში დანიშნული პირების გადადგომის შესახებ და სთხოვა მათ, ეს თვის ბოლომდე გააკეთონ. მისი თქმით, პირველი უნდა იყოს ტამაშ შუიოკი. The Guardian-ი წერს, რომ ამით მან მიანიშნა პრეზიდენტზე, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე მადიარი მთავრობის ფორმირებისთვის წარადგინა. პარლამენტის გარეთ ამ კომენტარს ენთუზიაზმით სავსე ოვაციები მოჰყვა.

პეტერ მადიარი ხალხს უფრო ინკლუზიური უნგრეთის მშენებლობას დაჰპირდა, რომელიც იქნება უფრო თავისუფალი, ჰუმანური და იმედისმომცემი, ვიდრე ორბანის ნაციონალისტური მოძრაობის დროს იყო. „ის, რაც გვაერთიანებს, უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც გვყოფს. უნგრეთი იქნება სახლი ყოველი უნგრელისთვის და ყველას შეეძლება იგრძნოს, რომ მას აქვს ადგილი უნგრელ ერში. ოჯახები, მეგობრები და თემები კვლავ შეძლებენ ერთმანეთთან საუბარს“, - განაცხადა მადიარმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE