მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პეტრიაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება იწყება | თბილისის მერია 19 ოჯახს ქირით გაიყვანს
პეტრიაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება იწყება | თბილისის მერია 19 ოჯახს ქირით გაიყვანს

პეტრიაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება იწყება | თბილისის მერია 19 ოჯახს ქირით გაიყვანს

BM.GE5 აგვისტო, 2026, 17:23|bm.ge

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.

„კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალურ რეაბილიტაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა განახორციელებს. კერძოდ, გამაგრდება ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში არსებული საცხოვრებელი სახლი. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, III კატეგორიის ავარიულობის ხარისხისაა. ის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის ფასადის რეაბილიტაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყველა დეტალს. ყველაფერი მოწესრიგდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მცხოვრებლები ბინის ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.

„ამჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოების პროცესში, აღნიშნულ ოჯახებს ქირით გავიყვანთ. შენობის გამაგრების შემდეგ, მათ რეაბილიტირებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. სამუშაოები 2027 წლის მარტში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • კულტურის განვითარების ფონდმა „მესმა“ თბილისის ისტორიულ უბანში ახალი სახელოვნებო სივრცე გახსნაიმედი
  • თბილისში ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა კომპიუტერულ ტექნიკას - დააკავეს 1 პირიფორმულა
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →იწყება →

მსგავსი სტატიები

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE

"პროცესი დაიძრა" - რა ეტაპზეა Air Georgia-ს სამგზავრო ტერმინალის პროექტი?

"პროცესი დაიძრა" - რა ეტაპზეა Air Georgia-ს სამგზავრო ტერმინალის პროექტი?

BM.GE