მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველი ქართული ექსპედიცია ანტარქტიდაზე - პლატფორმა "ცისკარის" გეგმები
პირველი ქართული ექსპედიცია ანტარქტიდაზე - პლატფორმა "ცისკარის" გეგმები

პირველი ქართული ექსპედიცია ანტარქტიდაზე - პლატფორმა "ცისკარის" გეგმები

BM.GE1 აგვისტო, 2026, 16:47|bm.ge

ქართული დროშა ანტარქტიდაზე და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება - ამ მისიით ნოემბრის ბოლოს სამკაციანი ქართული ჯგუფი ანტარქტიდისკენ გაემგზავრება. ექსპედიციის მიზნებზე "საქმიანი დილას" ეთერში GeoGraphic-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი გოცირიძემ ისაუბრა.

ექსპედიციაში გიორგი გოცირიძესთან ერთად ლეგენდარული ქართველი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე და მთამსვლელი, ოპერატორი ნიკა ლებანიძე მონაწილეობენ. გოცირიძის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ ექსტრემალური თავგადასავალი, არამედ მცირერიცხოვანი, თუმცა მდიდარი კულტურის მქონე ერის მნიშვნელოვანი განაცხადია საერთაშორისო ასპარეზზე.

"ჩვენი ზედა დონის ამბიციაა, რომ ქართულმა დროშამ იფრიალოს იმ კომბინირებულ ექსპედიციაში, რომელიც მსოფლიოში სულ 150-მდე ადამიანს აქვს განხორციელებული. გვინდა, ეს მიღწევა საქართველოს სამი მოქალაქით გაფართოვდეს. ჩვენი მიზანია, ამ ექსკლუზიური ექსპედიციითა და თავდადებით მივიპყროთ საზოგადოების ყურადღება იმ თემისკენ, რომელიც დღეს საზოგადოებაში კონცენტრირებული არ არის," - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

GeoGraphic-ის მმართველმა პარტნიორმა BMG-ს ეთერში ხაზი ანტარქტიდის, როგორც დედამიწის "მთავარი კონდიციონერის" როლს გაუსვა და განმარტა, თუ როგორ აისახება სამხრეთ პოლუსზე მიმდინარე პროცესები უშუალოდ საქართველოს ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

"მთელი ცივილიზაცია და სიცოცხლე ეტევა ატმოსფეროს იმ თხელ აპკში, რომლის ტემპერატურასაც ანტარქტიდა, როგორც დიდი კონდიციონერი, აბალანსებდა. ბოლო ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს კანონზომიერება დაირღვა - დაიწყო მყინვარების დაჩქარებული დნობა, შეიცვალა ოკეანეების მარილიანობა, დინებები და ქარები. ამ ჯაჭვურმა რეაქციამ საქართველოშიც მოიტანა შედეგები: აჩქარდა წვიმების რეჟიმი გურიაში, მივიღეთ შოვის ტრაგედია...

კლიმატის ცვლილება პირდაპირ უწყობს ხელს ეთნოკულტურულ და დემოგრაფიულ პრობლემებს, მიგრაციასა და რეგიონების დაცლას. ამ პროცესების როლი განუზომლად დიდია, თუმცა საზოგადოებაში ამისი გააზრება ჯერ კიდევ დაბალია," - აღნიშნა გოცირიძემ.

სწორედ ამ პრობლემებთან გასამკლავებლად და მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადასაცემად, ექსპედიციის ბაზაზე მუდმივმოქმედი ციფრული პლატფორმა - "ცისკარი" იქმნება.

"არ გვინდა, ეს იყოს მხოლოდ ჩვენი პირადი თავგადასავალი. შევქმენით პლატფორმა "ცისკარი", სადაც ციფრულ სივრცეში - YouTube-ზე, სოციალურ ქსელებსა და პოდკასტებში - ჩვენს გამოცდილებასა და ცოდნას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და საქართველოს მომავლის გადარჩენაზე ზრუნვას მოვახმართ. ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, არამედ გრძელვადიანი და სიცოცხლისუნარიანი საქმის სტარტია," - განმარტა მან.

ექსპედიციის მოსამზადებლად ყველა ორგანიზაციული, სამედიცინო, სპორტული თუ ფსიქოლოგიური ვალიდაცია უკვე გავლილია და ჯგუფის ადგილი დაჯავშნილია. თუმცა, პროექტის საბოლოო განხორციელება ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ექსპედიციის საერთო ბიუჯეტი 350,000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რომლის სრულად შევსების ბოლო ვადა აგვისტოს ბოლოა.

"ანტარქტიდაზე ექსპედიცია უზარმაზარ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული - ლოგისტიკა, აღჭურვილობა, უსაფრთხოება. ბიუჯეტის ნახევარი უკვე მობილიზებული გვაქვს პირადად ჩვენი, მეგობრებისა და რამდენიმე პარტნიორი კომპანიის ჩართულობით. ახლა დაახლოებით ორკვირანახევარი გვაქვს დარჩენილი, რომ დარჩენილი თანხა შევავსოთ და პროექტი არ ჩავარდეს.

გვჯერა, რომ ქართული ბიზნესი სათანადოდ შეაფასებს ამ ინიციატივას. ძალიან პატარა ერი ვართ და რამდენიმე კომპანიის ენერგიასა და ჩართულობას შეუძლია, რეალურად შეცვალოს მომავალი," - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი

100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი

BM.GE

როგორ მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - ფოტოკოლაჟი

როგორ მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? - ფოტოკოლაჟი

BM.GE

შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერ კორუფციულ დანაშაულთან და ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერ კორუფციულ დანაშაულთან და ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

BM.GE