
Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა
Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გერმანულმა კომპანიამ მხოლოდ €40 მილიონი მიიღო, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში Porsche-ს საოპერაციო მოგებამ €1.74 მილიარდი ($1.94 მლრდ.) შეადგინა.
როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება აღმასრულებელი დირექტორის, მიხაელ ლაიტერსის ანტიკრიზისული გეგმის პირველი სერიოზული შედეგი აღმოჩნდა. მან დასახა ახალი სტრატეგია, რომელიც კომპანიის რესტრუქტურიზაციასა და ჩინეთის ბაზრიდან უკან დახევას მოიცავდა. სწორედ ლაიტერსის გადაწყვეტილებაა, რომ Volkswagen-ის შვილობილმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბიზნესის შემცირებისა და ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო.
როგორც მედია წერს, რთული საბაზრო პირობების მიუხედავად, ავტომწარმოებელმა შეძლო და ფინანსური სიმტკიცე შეინარჩუნა. Porsche-ს ფინანსური დირექტორის, იოხენ ბრეკნერის განცხადებით, შექმნილ რთულ გარემოშიც კი კომპანიამ საკუთარი ფინანსური მდგრადობა დაადასტურა. Reuters-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე მაჩვენებლები ავტოგიგანტისთვის გლობალური გამოწვევების ფონზე პოზიციების გამყარების შესაძლებლობას ქმნის.
ცნობისთვის, გასულ წელს Porsche-მ ელექტრიფიკაციის შეჩერებული სტრატეგიის გამო €2.7 მილიარდის ოდენობის რესტრუქტურიზაციის ხარჯი გასწია. სწორედ ამ ერთჯერადმა დანახარჯმა გამოიწვია გასული წლის საანგარიშო პერიოდში მოგების €40 მილიონამდე შემცირება.
BM.GE
წყარო: bm.ge