მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „პორშე ცენტრი თბილისი“ წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ პირველი გამოცემის მხარდამჭერია
„პორშე ცენტრი თბილისი“ წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ პირველი გამოცემის მხარდამჭერია

„პორშე ცენტრი თბილისი“ წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ პირველი გამოცემის მხარდამჭერია

BM.GE9 ივნისი, 2026, 14:47|bm.ge

„პორშე ცენტრი თბილისი“ საბავშვო წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ პირველი გამოცემის მხარდამჭერი გახდა. ეს არის ისტორია პატარა წეროზე, რომელიც ოცნებობს, ერთ დღეს დიდი მისიები შეასრულოს, სწავლობს ფრენასა და საკუთარი თავის რწმენას. ის გვიყვება ამბავს ოცნებებზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, გარემოზე ზრუნვასა და იმ პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია.

„პორშე ცენტრი თბილისისა“ და „ჩიკატაის“ თანამშრომლობაც სწორედ ამ საერთო იდეას ეფუძნება - რწმენას, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება. ბავშვობაში მოსმენილ ამბებს განსაკუთრებული ძალა აქვს, „ჩიკატაის ამბავი“ კი ბავშვებს, ჯადოსნურ თავგადასავალში მოგზაურობასთან ერთად, გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებაშიც ეხმარება.

ეს პროექტი „პორშეს“ ღირებულებებს სრულად ეხმიანება - ერთი მხრივ, იქმნება საგანმანათლებლო და შემოქმედებითი რესურსი, რომელიც ბავშვებს გარემოსდაცვით ცნობიერებას ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბებს, მეორე მხრივ კი, ამ პროექტის საშუალებით „პორშე ცენტრი თბილისი“ მხარს უჭერს ადგილობრივ, ქალების მიერ დაფუძნებულ სოციალურ საწარმოს, რომელიც მდგრად განვითარებას ემსახურება.

თათო ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „წიგნის „ჩიკატაის ამბავი“ მხარდაჭერის მთავარი მოტივაცია იმ ღირებულებების გაზიარება და თანხვედრა იყო, რომელსაც „ჩიკატაი“, როგორც ბრენდი, და უშუალოდ ეს პროექტი ატარებს: გარემოზე ზრუნვა, განათლება, პასუხისმგებლობა და მომავალი თაობის შთაგონება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე აყალიბებს პასუხისმგებლობის, ემპათიისა და გარემოზე ზრუნვის კულტურას.

გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლება სწორედ განათლებით იწყება, ხოლო ბავშვები ის თაობაა, რომელიც მომავალ სამყაროს ქმნის. სწორედ ამიტომ ამ პროექტში დავინახეთ არა მხოლოდ საინტერესო წიგნი, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მხარდაჭერაც სრულად შეესაბამება „პორშე ცენტრი თბილისის“ ხედვასა და ღირებულებებს“.

„ჩიკატაი“ 2017 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. სწორედ ამ ბრენდმა შექმნა პირველი სათამაშო, რომელიც ქართველი კომპოზიტორების მუსიკას უკრავს. „ჩიკატაის“ მთავარი ფილოსოფიაა „ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებასა და მის ბინადრებს“. მათი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია. ბრენდი მუდმივად ცდილობს, საკუთარი ფილოსოფია რეალურ პროექტებში ასახოს. გარდა ამისა, „ჩიკატაი“ არის მდგრადი საწარმო, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების კავკასიის ქსელის წევრიც გახდა. კომპანია მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქტს ქმნის საქართველოში და იცავს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით.

თამარა ბუიღიშვილი, „ჩიკატაის“ დამფუძნებელი: „ბრენდის დაბადებასთან ერთად, უკვე ვიცოდით, რომ „ჩიკატაის“ თავისი ზღაპარიც უნდა მოეყოლა, რომელიც საკუთარ ღირებულებებს პატარა მკითხველს მათთვის გასაგებ ენაზე მოუყვებოდა. „ჩიკატაის“ პირველი მეგობრები უკვე სწორედ იმ ასაკში არიან, როცა მათთვის კარგად ნაცნობ გმირებზე შეუძლიათ წაიკითხონ ზღაპარი და ცოტა უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ. გვჯერა, რომ დიდი ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც ღირებულებები სწორ ნიადაგს პოულობს. პასუხისმგებლობაც და ცნობიერებაც ბავშვობიდან მოდის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით ერთი პატარა მარცვალი ჩვენც დაგვეთესა.

მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, „პორშე ცენტრი თბილისის“ მხარდაჭერით გამოცემული „ჩიკატაის ამბავი“ ბავშვებს ბუნების სიყვარულზე, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და პატარა ნაბიჯების დიდ ძალაზე უყვება. იმედი გვაქვს, პატარა მკითხველს ცოტა მაინც დააფიქრებს ეს ამბავი და ნათლად დაანახებს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას“.

წიგნში 80-ზე მეტი ილუსტრაციაა, რომლებზეც მხატვარმა თეკლა კიღურაძემ იმუშავა, სტუდია Knock on Wood Works-თან პარტნიორობით. „პორშე ცენტრი თბილისთან“ ერთად, წიგნი საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანებისა და პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა, მათ შორის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

„ჩიკატაი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ დონაციის პლატფორმის Tegeta Care-ის პარტნიორია. პლატფორმა აერთიანებს სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს და უნიკალური შესაძლებლობაა საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, გაერთიანდნენ სასიკეთო ცვლილებებისთვის.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ კორეამ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების გეგმა დაამტკიცა

სამხრეთ კორეამ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების გეგმა დაამტკიცა

BM.GE

m²-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი ადამია გახდა

m²-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი ადამია გახდა

BM.GE

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე - ჩინეთის ელჩი

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სულ უფრო სწრაფი ტემპით შედის ჩინურ ბაზარზე - ჩინეთის ელჩი

BM.GE

ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან

ეკონომიკის სამინისტროში FDI-ს ზრდას მომავალ თვეებსა და წლებშიც ელიან

BM.GE