მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრემიერის მტკიცებით, არცერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ გასხვისდება
პრემიერის მტკიცებით, არცერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ გასხვისდება

პრემიერის მტკიცებით, არცერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ გასხვისდება

BM.GE26 ივნისი, 2026, 18:47|bm.ge

"არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფიქრი პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. ჩვენ გვაქვს ასეთი ზოგადი გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება არსებულ შენობა-ნაგებობებს, ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ კონკრეტული შენობები, რომლებიც არის დაკავშირებული კონკრეტული უნივერსიტეტების იდენტობასთან, სხვა შენობებისგან. არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ზოგადი მიდგომა, დანარჩენი გზადაგზა შეგვიძლია უფრო დეტალურად გაგიზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, წლის დასაწყისში მთავრობაში განაცხადეს, რომ მოხდება იმ საუნივერსიტეტო შენობების პრივატიზება, რომელთა საჭიროებაც არ იქნება კონკრეტულ უნივერსიტეტებთან მიმართებით. თუმცა, მაშინ კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება, რადგან ისინი „თსუ-ს იდენტობის ნაწილია“. მისი თქმით, ცვლილებები ასევე არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვან მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.

უფრო დეტალურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში ჯამურად 316,192 კვადრატული მეტრის უძრავი ქონებაა. მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსების ფართობი 60,313 კვადრატულ მეტრს შეადგენს, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე — 214,550 კვადრატულ მეტრს, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე — 11,353 კვადრატულ მეტრს.

თსუ-ს ასევე ეკუთვნის 10,555 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 10,100 კვადრატული მეტრის ფართობი დაბა კოჯორში და 6,747 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ რუსთავში.

ამასთან, 2025 წლის დეკემბერში, მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ-მ უსასყიდლოდ გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე მეშვიდე კორპუსი, რომლის ფართობიც 8,335 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში მთავრობამ IBSU-ს გაუცვალა აეროპორტის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაში.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი უძრავი ქონება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ჯამური ფართობი 85,473 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში... იგი საქართველოს უდგება როგორც თანასწორს" - ირაკლი კობახიძე

"ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში... იგი საქართველოს უდგება როგორც თანასწორს" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება - სამინისტრო

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება - სამინისტრო

BM.GE

სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი - კობახიძე

სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი - კობახიძე

BM.GE

ლატვიაში ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა

ლატვიაში ელჩად ანა აბულაძე დაინიშნა

BM.GE