ორიგინალი
პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"
BM.GE·16:12

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

12 ოქტომბერი, 2026 · 16:12

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე 2024 წელს გაკეთებული ფარული ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა.

“რატომ მოხდა ასე, ამითაც დავინტერესდები”, - ასე უპასუხა დღეს ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას, ხომ არ მოიკითხა პრემიერ-მინისტრმა სუს-ში შპს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელის დავით ორჯონიკიძის განცხადების ნამდვილობა.

საქმე ის არის, რომ "რადიო თავისუფლების" გამოძიების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების კომპანია "ბიტექსჩენჯის" მფლობელ დავით ორჯონიკიძეს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ ბიზნესმენმა ინფორმაცია ანტიკორუფციულ სამსახურს მიაწოდა. მოგვიანებით, ბიზნესმენმა და კომპანიის დირექტორმა ნანა ყეინიშვილის „შეთავაზება“ სუსთან შეთანხმებით ფარულად ჩაიწერეს. დავით ორჯონიკიძის თქმით, საუბრის ჩანაწერი სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მქონია ეს ინფორმაცია. სუსიდან ეს ინფორმაცია თავის დროზე არ მიმიღია. რატომ მოხდა ეს ასე, ამითაც დავინტერესდები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

BMG-მ ამ თემაზე შესაბამისი კითხვებით, დღეს სუს-საც მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე გაგაცნობთ. BMG-ის მერ სუსში გაგზავნილი კითხვები:

• "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი სუს-თან შეთანხმებით ჩაწერეს. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულს? • დავით ორჯონიკიძე ასევე აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან საუბრის ჩანაწერი სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულს და თუ - კი, რა მოიმოქმედა სუს-მა? • აპირებს თუ არა სუს-ი, ჩაატაროს შესაბამისი მოკვლევა და გაარკვიოს, სუს-ის რომელ თანამშრომელთან ჰქონდა დავით ორჯონიკიძეს კომუნიკაცია? • სუსი საერთოდ უარყოფს დავით ორჯონიკიძის კომუნიკაციას სუსის თანამშრომელთან? ანუ არაფერი იცოდით, რაზედაც დავით ორჯონიკიძე საუბრობს ჟურნალისტურ გამოძიებაში?

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძეს, იმპიჩმენტის წესით, ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოდან შესაძლო გათავისუფლებაზეც დაუსვა კითხვები.

"მე ჯერ ვერ ჩავერევი. ამას თავისი პროცედურა აქვს და თუ დაიძვრება ეს პროცედურა, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

თემა: პრემიერი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • პოსტივი·19:07
    საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
  • იმედი·18:35
    ჩეხეთის პრემიერი: კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო, სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის - ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი?
  • რუსთავი 2·15:49
    პრემიერი: ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან - საქართველო და უკრაინა. ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები
  • კვირის პალიტრა·14:05
    "მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერის სპეცწარმომადგენელი....მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა" - ირაკლი კობახიძე
პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება
BM.GE·19:29

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი
BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.