მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს

ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს

ფორმულა|formulanews.ge

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს იტყვის.

ინაშვილის თქმით, ის ამხელს და ვებრძვის კობახიძეს როგორც "ცილისმწამებელ, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორს და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელს".

"არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხოეციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით!

მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყანის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!", - წერს ინაშვილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და არ დავტოვებ, მე ვებრძვი პირადად კობახიძეს - ირმა ინაშვილიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაშიიმედი
  • ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდაBM.GE
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილი 4 ადამიანს დაეჯახა - 1 გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილი 4 ადამიანს დაეჯახა - 1 გარდაიცვალა

ფორმულა

ტრამპი: თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას დავბომბავთ

ტრამპი: თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას დავბომბავთ

ფორმულა

კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა

კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა

ფორმულა

რუსეთის ცნობით, უკრაინის შეტევას ბელგოროდსა და ასტრახანში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ცნობით, უკრაინის შეტევას ბელგოროდსა და ასტრახანში მსხვერპლი მოჰყვა

ფორმულა