მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Procter & Gamble დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობას წყვეტს - მედია
Procter & Gamble დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობას წყვეტს - მედია

Procter & Gamble დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობას წყვეტს - მედია

BM.GE23 ივნისი, 2026, 11:37|bm.ge

გლობალური გიგანტი Procter & Gamble რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Gillette და Pampers, ქართულ ტელეკომპანია „იმედთან“ ბიზნესკავშირებს წყვეტს. ამის შესახებ გამოცემა City AM ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანია „იმედი“ სანქციების სიაში შეიყვანა.

City AM-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ბრიტანეთის სანქციების სიაში ჯერ კიდევ თებერვალში მოხვდა, P&G მასთან სარეკლამო თანამშრომლობას აგრძელებდა. თუმცა, კომპანიის ევროპის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის შემდეგ, P&G-მ მედიაკომპანიასთან კონტრაქტი ორშაბათს გააუქმა.

მსგავსი შიდა მოკვლევა უკვე დაიწყო კიდევ ერთმა გლობალურმა ბრენდმა, Nestle-მ. სხვა საერთაშორისო კომპანიებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა ფრთამ, „იმედთან“ კავშირი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მიერ სანქციების დაწესებისთანავე გაწყვიტეს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Procter & Gamble რუსეთში საქმიანობის გაგრძელების გამო კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოხვდა. 2023 წლის თებერვალში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ომის საერთაშორისო სპონსორადაც“ კი გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ P&G-მ რუსეთში ოპერაციები შეამცირა და სარეკლამო აქტივობები შეაჩერა.

ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით P&G-ის სპიკერმა განაცხადა:

„P&G იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებელს ვემსახურებით და მკაცრად მივყვებით სანქციებთან შესაბამისობის წესებს, მათ შორის მედიაშესყიდვების პრაქტიკაში. ჩვენ დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმი არ დაგვირღვევია, თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და საქართველოში ტელეკომპანია იმედზე რეკლამის განთავსება შევაჩერეთ“.

Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსდა, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განმარტებით, არხი „მიზანმიმართულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა და მოქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს

აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს

BM.GE

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს - კანონპროექტი

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს - კანონპროექტი

BM.GE

ეკონომიკის სამინისტროში 2 400-ზე მეტი საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია განხორციელდა - კობახიძე

ეკონომიკის სამინისტროში 2 400-ზე მეტი საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია განხორციელდა - კობახიძე

BM.GE

ბარათით გადახდისას ურთიერთგაცვლის მაქსიმალური საკომისიო 0.3% იქნება - კანონპროექტი

ბარათით გადახდისას ურთიერთგაცვლის მაქსიმალური საკომისიო 0.3% იქნება - კანონპროექტი

BM.GE