მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან ერთად, თბილისის პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების შენობა თანამშრომლების სამუშაო საჭიროებებზე იქნება მორგებული და პროკურატურის ეფექტიანი საქმიანობისთვის შესაბამის პირობებს შექმნის.

ახალ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე და ყველა პირობა იქნება შექმნილი ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი. მოეწყობა სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და მოქალაქეთა მისაღები, სადაც პროკურატურაში მისული მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ხარისხსა და პროექტით განსაზღვრული ვადების დაცვაზე. სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები გააკონტროლებენ.

პროკურატურის ახალი შენობა პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • სუს-ის ექს-შეფის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულატვ პირველი
  • პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინაფორმულა
  • პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ქრთამის სახით 750,000 ლარის აღებისთვის ახალი ბრალი წარუდგინაBM.GE
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
პროკურატურამ →პროცესი →

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო  რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმედი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

იმედი

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

იმედი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

იმედი