მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებით 21 პირია დაკავებული, 11 ობიექტი დაილუქა - შსს
პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებით 21 პირია დაკავებული, 11 ობიექტი დაილუქა - შსს

პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებით 21 პირია დაკავებული, 11 ობიექტი დაილუქა - შსს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 16:51|bm.ge

თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა.

სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - აღინიშნა ბრიფინგზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ძალადობის ბრალდებებს უარყოფსფორმულა
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

BM.GE

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

BM.GE

$3.1 მილიარდის შესყიდვით ₾8.3 მილიარდის მიწოდება და 1.7 მლრდ "ჭარბი" ლარი: როგორ მუშაობს "მონეტარული სტერილიზაცია"|ინტერვიუ

$3.1 მილიარდის შესყიდვით ₾8.3 მილიარდის მიწოდება და 1.7 მლრდ "ჭარბი" ლარი: როგორ მუშაობს "მონეტარული სტერილიზაცია"|ინტერვიუ

BM.GE

ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა

ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა

BM.GE