მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინი შიშობს, რომ უკრაინაში დამარცხების გამო მოკლავენ – The Economist
პუტინი შიშობს, რომ უკრაინაში დამარცხების გამო მოკლავენ – The Economist

პუტინი შიშობს, რომ უკრაინაში დამარცხების გამო მოკლავენ – The Economist

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 01:01|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დამარცხების და საბრძოლო მოქმედებების დონბასის ხელში ჩაგდების გარეშე დასრულების გამო, მას მოკლავენ.

The Economist-ის ინფორმაციით, რუსეთში მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები პუტინისთვის ჯერჯერობით კრიტიკული არ არის. კრემლთან დაახლოებული წყაროების შეფასებით, რუსული სისტემა ძალადობას იწყნარებს, თუმცა მარცხს არავის პატიობს.

შიდა წყაროების ცნობით, ომის გარკვეულ ეტაპზე პუტინმა ახლობელ გარემოცვას განუცხადა, რომ მარცხის შემთხვევაში მას ჩამოახრჩობენ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ამასთან, ბოლო პერიოდში კრემლისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა ომის მიმართ საზოგადოების განწყობა. სახელმწიფო პროპაგანდის მიმართ ნდობა მცირდება, ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ომის საწინააღმდეგო გზავნილებს აქტიურად აქვეყნებენ, პუტინის რეიტინგი კი ეტაპობრივად ეცემა.

კიდევ უფრო მძიმეა განწყობები რუსულ ელიტაში. ინსაიდერების განმარტებით, მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ეკონომიკური შეფერხებები ან ფრონტზე არსებული სტაგნაცია, არამედ დაკარგული დროა, რადგან სრულმასშტაბიანი ომი გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე თითქმის ხუთი წელია გრძელდება.

რაც შეეხება დონბასის ოკუპაციის ვადებს, მაისში გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სარდლებმა პუტინი დაარწმუნეს, რომ არმია მთელი დონბასის დაკავებას 2026 წლის შემოდგომისთვის შეძლებდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა საბოლოო ვადად 2026 წლის 31 დეკემბერი განსაზღვრა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, პავლო პალისას განცხადებით კი, სამხედრო სარდლობა კრემლზე ზეწოლას ახორციელებს, რათა სამიზნე თარიღმა 2027 წლის 31 მარტამდე გადაიწიოს. ზელენსკის შეფასებით, დონეცკის ოლქის სრულად დასაკავებლად რუსეთს სულ მცირე ორი დამატებითი წელი და 800 ათასამდე სამხედროს მსხვერპლი დასჭირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • "გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის" - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს მადლობას უხდისრუსთავი 2
  • უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდისიმედი
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

"ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენი

"ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენი

BM.GE

The Telegraph-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ 2016 წელს ჩატარებული ფარული გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

The Telegraph-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ 2016 წელს ჩატარებული ფარული გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

BM.GE

"ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება" - ირაკლი კირცხალია სტუდენტების მეორად ჩარიცხვებზე

"ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება" - ირაკლი კირცხალია სტუდენტების მეორად ჩარიცხვებზე

BM.GE

რა ბედი ელის OPEC-ს, თუ მას ვენესუელაც დატოვებს?

რა ბედი ელის OPEC-ს, თუ მას ვენესუელაც დატოვებს?

BM.GE